ქრისტიანული ტერმინოლოგიის საკითხისათვის

ავტორები

  • იოანე (მამუკა) ცუხიშვილი საქართველოს საპატრიარქო

საკვანძო სიტყვები:

ქრისტიანობა, ტერმინოლოგია, მრევლი, ლექსიკონები, გამოკითხვა

ანოტაცია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დაარსების დღიდანვე სამოციქულო და ავტოკეფალურია. შესაბამისად, ის განუყოფელი ნაწილია მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიისა და ღირსეული ადგილი უკავია დიპტიხში.

უხსოვარი დროიდან საეკლესიო და საერო ხელისუფალნი ურთიერთშეთანხმებულად
აშენებდნენ როგორც სახელმწიფოსა და ეკლესიას, ისე მის კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ციხე-სიმაგრეებს.

ქრისტიანობის გაძლიერება-განვითარებასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა როგორც ნასესხებ, ისე მის კალკირებულ ქართულ შესატყვისებს. აღსანიშნავია, რომ ქრისტიანულ ტერმინთა განმარტებები ძირითადად ცნობილი იყო საეკლესიო კლერიკოსთა და მრევლის მცირე ნაწილისათვის, იმ მრევლისათვის, რომელიც გულისყურით უსმენდა მსახურებას და, შეძლებისდაგვარად, იმახსოვრებდა მისთვის უცხო სიტყვებს. სხვადასხვა ტაძარში სამი თვის განმავლობაში მრევლში ჩავატარეთ ანონიმური გამოკითხვა ტერმინთა მნიშვნელობების შესახებ; საუბარია იმ მრევლზე, რომელიც ტაძარში დადის თითქმის ყოველ შაბათ-კვირასა და დღესასწაულებზე. ჩვენ მიერ გამოკითხული მრევლის 47 წევრიდან არც ერთმა არ
იცოდა, რა ნიშნავს კვეთა ან ის, რომ კვეთა და პროსკომიდია სინონიმებია, არადა პროსკომიდია//კვეთა ღმრთისმსახურების განუყოფელი და ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია.

სამწუხაროა, რომ ქართულ საეკლესიო ტერმინთა სრულყოფილი ციფრული ლექსიკონი დღემდე არ არსებობს. ჩვენი მცდელობა და დიდი სურვილია ქრისტიანულ-საეკლესიო ტერმინოლოგიის, როგორც ცალკე დარგის, ფორმირება და მისი პოპულარიზაცია საზოგადოების დაინტერესებული მასებისათვის.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-01-17

როგორ უნდა ციტირება

ქრისტიანული ტერმინოლოგიის საკითხისათვის. (2024). ტერმინოლოგიის საკითხები, 6, 261-276. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/96