რეცენზენტებისთვის

რეცენზირების მეთოდოლოგია 

ჟურნალი ტერმინოლოგიის საკითხები იყენებს მოწვეულ ექსპერტთა შეფასებებს სტატიების ხარისხის უზრუნველყოფისა და სარედაქციო გადაწყვეტილებების მისაღებად.

პირველადი შემოწმება
ხელნაწერის შემოტანისთანავე ხდება მისი პირველადი შემოწმება. ნაშრომი, რომელიც არ შეესაბამება ჟურნალის პროფილს ან არ აკმაყოფილებს აკადემიურ მოთხოვნებს, უარყოფილი იქნება დაუყოვნებლივ.
რეცენზირება
ყველა სხვა ორიგინალური სამეცნიერო სტატია იგზავნება რეცენზირებაზე.
ექსპერტთა შერჩევა
რეცენზენტები შეირჩევიან ავტორთა მიერ მოწოდებული მასალის ცოდნის შესაბამისად (როგორც სარედაქციო საბჭოს წევრებიდან, ისე მოწვეული ექსპერტებიდან).
ანონიმურობა
ჟურნალი იყენებს ორმხრივად ანონიმური რეცენზირების პრინციპს: მიკერძოების თავიდან ასაცილებლად, არც ავტორმა და არც რეცენზენტმა არ იციან ერთმანეთის ვინაობა.
ვადა
რეცენზირების პროცესი, როგორც წესი, არ აღემატება ერთ თვეს.
გადაწყვეტილება
სარედაქციო საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს, სულ მცირე, 2 რეცენზიის საფუძველზე.

რეცენზირების ეთიკასახელმძღვანელო რეცენზენტებისთვის
ჟურნალი ხელმძღვანელობს პუბლიკაციების ეთიკის კომიტეტის (COPE) საერთაშორისო სტანდარტებით.
რეცენზენტებს ვთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შემდეგ პუნქტებს:
ინტერესთა კონფლიქტი
თუ რეცენზენტი თვლის, რომ არსებობს რაიმე პირადი, ფინანსური, ინტელექტუალური, პროფესიული თუ ინსტიტუციური ინტერესთა კონფლიქტი, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს რედაქციას და უარი თქვას რეცენზირებაზე. მაგალითად, თუ ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა ავტორთან ერთსა და იმავე ინსტიტუციაში, იყო მისი ხელმძღვანელი/თანაავტორი და ა.შ. (იხ. Cope, გვ. 5). 
კონფიდენციალურობა
ხელნაწერი წარმოადგენს კონფიდენციალურ დოკუმენტს. დაუშვებელია რეცენზირების პროცესში მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება პირადი ან სხვისი სარგებლისთვის. რეცენზენტს არ აქვს უფლება, საქმეში ჩართოს მესამე პირი (მათ შორის ახალგაზრდა მკვლევრები) რედაქციის წინასწარი ნებართვის გარეშე (იხ. Cope, გვ. 6).
ვადა
რეცენზენტებს ვთხოვთ, შეაფასონ ნაშრომი დადგენილ ვადებში, ხოლო შესაძლო დაგვიანების შესახებ წინასწარ აცნობონ რედაქციას.

ხელოვნური ინტელექტის (ხელგონის) გამოყენების პოლიტიკა რეცენზირებისას
ხელოვნური ინტელექტის (ხელგონის) და ჩატბოტების გამოყენება რეცენზირების პროცესში დასაშვებია მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტის სახით (მაგალითად, სტილისტური რეკომენდაციების ფორმულირებისთვის ან ტექსტის სიცხადის გასაუმჯობესებლად).
კატეგორიულად აკრძალულია სტატიის ან მისი ნაწილების ატვირთვა ხელოვნური ინტელექტის (ხელგონის) ღია წვდომის პლატფორმებზე, რადგან ეს უხეშად არღვევს კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის პრინციპებს. ხელგონი არ უნდა იქნეს გამოყენებული რეცენზიის შინაარსის შესაქმნელად, სამეცნიერო შეფასებისთვის, არგუმენტაციის შესაქმნელად ან საგამომცემლო გადაწყვეტილების მისაღებად. რეცენზიის შინაარსზე, პროფესიონალიზმსა და ობიექტურობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება თავად რეცენზენტს.

(შენიშვნა რეცენზენტებისთვის: გთხოვთ, ყოველთვის შეინარჩუნოთ კორექტული, კონსტრუქციული და აკადემიური ტონი შეფასებისას).