ჟურნალის შესახებ

სამეცნიერო ჟურნალი ტერმინოლოგიის საკითხები წარმოადგენს საერთაშორისო/რეცენზირებად პერიოდულ გამოცემას, რომელიც განიხილავს ქართული და უცხოური ტერმინოლოგიის თეორიულსა და პრაქტიკულ პრობლემებს. ჟურნალი ხელს უწყობს ქართული სამეცნიერო და ტექნიკური ენის განვითარებას, ტერმინთშემოქმედებისა და დარგობრივი ლექსიკოგრაფიის მდიდარი ტრადიციების გაგრძელებასა და თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

ძირითადი მიმართულებები

    • დარგობრივი ტერმინოლოგიის განვითარების კვლევა;
    • ტერმინთა სტანდარტიზაციასა და აკადემიური ენის კულტურის განვითარება;
    • აკადემიური და ადმინისტრაციული ტექსტების ტერმინოლოგიურ საკითხები და პრობლემები;
    • თანამედროვე ტერმინოლოგიის წყაროებისა და თარგმანების ტერმინოლოგიური მემკვიდრეობის კვლევა;
    • დარგობრივი ლექსიკონების რეცენზიები, სამეცნიერო ღონისძიებების მიმოხილვა.

რეცენზირების წესი
ჟურნალი იყენებს ორმხრივად ანონიმური რეცენზირების პოლიტიკას – ყოველ წარმოდგენილ მასალას რეცენზირებას უწევს სულ მცირე ორი დამოუკიდებელი რეცენზენტი. რეცენზირების პროცესი, წესისამებრ, არ აღემატება ერთ თვეს. ავტორი ვალდებულია სტატიის საბოლოო ვერსია მოამზადოს რეცენზენტთა შენიშვნებისა და რჩევების გათვალისწინებით.


სარეცენზიო შეფასების ძირითადი კრიტერიუმები
   1. აქტუალობა და სიახლე
რამდენად ორიგინალურია დასმული სამეცნიერო პრობლემა და რამდენად მნიშვნელოვანია ის თანამედროვე ტერმინოლოგიური კვლევებისთვის.
    2. სათაური და საკვანძო სიტყვები
 შეესაბამება თუ არა ისინი სტატიის რეალურ შინაარსსა და კვლევის ობიექტს.
    3. მეთოდოლოგია
 რამდენად მკაფიოდ და სწორად არის შერჩეული ენათმეცნიერული/ტერმინოლოგიური კვლევის მეთოდები.
    4. სტრუქტურა და ლოგიკა
 არის თუ არა სტატია აგებული აკადემიური თანმიმდევრობით (შესავალი, ძირითადი ნაწილი, მსჯელობა, დასკვნა).
     5. დასკვნების დასაბუთება
გამომდინარეობს თუ არა დასკვნები უშუალოდ კვლევის მასალიდან და არის თუ არა ისინი მკაფიოდ ფორმულირებული.
      6. წყაროები და ბიბლიოგრაფია 
არის თუ არა გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურა და წყაროები რელევანტური, საკმარისი და სწორად დამოწმებული ციტირების სტანდარტის მიხედვით.
      7. აკადემიური სტილი
აკმაყოფილებს თუ არა ნაშრომი მეცნიერული ენის ნორმებს, არის თუ არა დაცული ენობრივი და გრამატიკული სიზუსტე.
     8. ციფრული ბაზები
ჟურნალი ხელს უწყობს  მეცნიერების  ხელმისაწვდომობის პრინციპს, რაც მკითხველს აძლევს საშუალებას უფასოდ გაეცნოს გამოქვეყნებულ მასალებს. ჟურნალი ინდექსირებულია და განთავსებულია შემდეგ სამეცნიერო ბაზებში:


გამოცემის პერიოდულობა
ჟურნალის ელექტრონული ვერსია გამოიცემა ყოველწლიურად.


სამუშაო ენები
ჟურნალი აქვეყნებს სტატიებს ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ღია წვდომა
მკითხველს ეძლევა შეუფერხებელი ღია წვდომა ჟურნალის მასალაზე. ეს ხელს უწყობს ცოდნის უფრო ფართო და თავისუფალ საერთაშორისო გაზიარებას.


პლაგიატი 
აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის მიზნით ჟურნალი იყენებს სპეციალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფას (მაგ. Turnitin / CopyLeaks) შემოსული სტატიების პლაგიატზე შესამოწმებლად.


საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები
ჟურნალში გამოქვეყნებულ თითოეულ სტატიას ენიჭება საერთაშორისო ციფრული იდენტიფიკატორი — Crossref DOI. Crossref-ში რეგისტრირებული სრული მეტამონაცემები და ღია წყაროები უზრუნველყოფს კვლევის შედეგების მარტივად მოძიებას, ციტირებასა და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობას.


პასუხისმგებლობა
გამომცემელი და რედაქცია  ზრუნავენ გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტეზე. თუმცა სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები წარმოადგენს მხოლოდ ავტორთა მოსაზრებებს და, შესაძლოა, არ ასახავდეს რედაქციისა თუ გამომცემლის  თვალსაზრისს. კვლევის შედეგებისა და მონაცემების სიზუსტეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ თავად ავტორებს.
ჟურნალი გამოცემის ყველა ეტაპზე მკაცრად იცავს სამეცნიერო საგამომცემლო საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებსა და საუკეთესო გამოცდილებას Principles of Transparency and Best Practice in Scholarly Publishing