P-ISSN: 1987-7633
E-ISSN: 3088-4101
ტერმინოლოგიის საკითხები არის ქართული რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი, რომელსაც 2014 წლიდან გამოსცემს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება. აღნიშნული განყოფილება საქართველოს უძველესი ტერმინოლოგიური ცენტრია, რომელიც განაგრძობს ტრადიციულ ქართულ ტერმინოლოგიურ პრაქტიკულ და თეორიულ საქმიანობას და მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის ტერმინოლოგიურ ორგანიზაციებთან. ჟურნალი აქვეყნებს ტერმინოლოგიის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებზე შესრულებულ სამეცნიერო ნაშრომებს. მისი მიზანია ქართული ტერმინოლოგიის სხვადასხვა დარგის კვლევის ხელშეწყობა, უცხოური ტერმინოლოგიური გამოცდილებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა, ასევე ამ სფეროში განხორციელებული უახლესი თეორიული კვლევების გავრცელება.
ტერმინოლოგიის საკითხები გამოიცემა ყოველწლიურად.
ჟურნალის მთავარი რედაქტორია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლია ქაროსანიძე.
სამეცნიერო კვლევების მაქსიმალურად ფართო გავრცელების მიზნით, ჟურნალი უზრუნველყოფს ღია ხელმისაწვდომობას მის მთელ შინაარსზე. მომხმარებლებს უფლება აქვთ თავისუფლად წაიკითხონ, ჩამოტვირთონ, დააკოპირონ, გაავრცელონ, დაბეჭდონ, მოძებნონ ან განათავსონ ბმულები ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების სრულ ტექსტებზე გამომცემლისა და ავტორების წინასწარი ნებართვის გარეშე. ჟურნალის მაღალი ხარისხის საგამომცემლო მომსახურებისა და სამეცნიერო კვლევების გავრცელების უზრუნველსაყოფად, რეცენზირების წარმატებით დასრულების შემდეგ მიღებულ სტატიებზე დაწესებულია გამოქვეყნების საფასური (APC). საფასურის ოდენობისა და გადახდის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ გვერდზე ავტორებისთვის.
P-ISSN: 1987-7633
E-ISSN: 3088-4101
ამ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 International (CC BY-NC 4.0) ლიცენზიის პირობებით.