ინფორმაცია ავტორებისთვის

ჟურნალ ტერმინოლოგიის საკითხებში ქვეყნდება სამეცნიერო სტატიები, კრიტიკული წერილები, რეცენზიები, მიმოხილვები და ბიბლიოგრაფიები. ნაშრომები მიიღება ქართულ ან ინგლისურ ენებზე.
ნაშრომის მოცულობა
სამეცნიერო სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 40,000 ნიშანს (დაშორებების ჩათვლით).
რეცენზიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 20,000 ნიშანს.
უფრო ვრცელი ნაშრომები შეიძლება გამოქვეყნდეს მხოლოდ მთავარი რედაქტორისა და სარედაქციო საბჭოს წინასწარი თანხმობით.
 სტატიის სახე
სტატიები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად, Microsoft Word და Adobe PDF ფორმატებში (*.doc, *.docx, *.pdf). რეკომენდებულია MS Word 2010 ან უფრო ახალი ვერსიის გამოყენება.
ფერადი და შავ-თეთრი ილუსტრაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აუცილებლად უნდა გამოიგზავნოს ცალკე ფაილებად *.jpg ან *.tiff ფორმატში, არანაკლებ 300 dpi გაფართოებით. ტექსტში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული თითოეული ილუსტრაციის ზუსტი ადგილი.
ნაშრომის აგებულება
   ანონიმურობის დაცვა რეცენზირებისთვის განკუთვნილი  სტატიის პირველ ვერსიაში არ უნდა იყოს მითითებული ავტორის/ავტორების სახელი და გვარი. ის მიეწერება  მხოლოდ სტატიის საბოლოო მიღების შემდეგ.
     სტატიის პირველი გვერდი (საბოლოო ვერსიაში) უნდა შეიცავდეს ავტორის სრულ სახელსა და გვარს, აკადემიური სამუშაო ადგილის (ინსტიტუციის) მითითებას და ავტორის ORCID iD-ს. ამას მოსდევს რეზიუმე/ანოტაცია (800 სიმბოლომდე) და არაუმეტეს 5 საკვანძო სიტყვა (ქართულ და ინგლისურ ენებზე). რეცენზიებისთვის ანოტაცია საჭირო არ არის.
    სტატიის ბოლო გვერდი უნდა მიეთითოს ნაშრომის გამოგზავნის თარიღი, ავტორის ინსტიტუციის (ან პირადი) საფოსტო მისამართი და ელექტრონული ფოსტა.
თუ სტატია დაწერილია უცხოურ ენაზე (რომელიც არ არის ავტორის მშობლიური ენა), ავტორი ვალდებულია გამოქვეყნებამდე უზრუნველყოს ტექსტის ენობრივი რედაქტირება შესაბამისი ენის სპეციალისტის მიერ.
ციტირებისა და ბიბლიოგრაფიის  წესი
ტექსტში დამოწმებული ლიტერატურა ეთითება ფრჩხილებში: ავტორის გვარი, გამოცემის წელი, ორწერტილი და გვერდი. მაგალითად: (ჩიქობავა 1950: 125).
ლექსიკონების, ენციკლოპედიებისა და მსგავსი გამოცემების შემთხვევაში გამოიყენება აბრევიატურები (მაგ. ქსე).
სტატიას ბოლოში უნდა დაერთოს გამოყენებული ლიტერატურის სია ანბანურ რიგზე.
საყურადღებო მოთხოვნა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების სტანდარტით ბიბლიოგრაფიაში მოყვანილი ყველა წყარო წარმოდგენილი უნდა იყოს ლათინური შრიფტით.
არალათინურშრიფტიანი წყაროების შემთხვევაში, უნდა გაკეთდეს მათი ტრანსლიტერაცია საერთაშორისო სტანდარტების (ISO 9) მიხედვით.
არალათინურშრიფტიანი ნაშრომების სათაურები აუცილებლად უნდა ითარგმნოს ინგლისურად და ჩაისვას კვადრატულ ფრჩხილებში [...].
DOI იდენტიფიკატორი ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, ვებგვერდის ბმულის ნაცვლად მიუთითეთ სტატიის მუდმივი DOI კოდი.
ტექსტში წიგნებისა და ჟურნალების სათაურები იწერება დახრილი შრიფტით ხოლო კონკრეტული სტატიების სათაურები – ბრჭყალებში. ავტორის პირველად მოხსენიებისას აუცილებელია მისი სრული სახელი და გვარის მითითება. ბიბლიოგრაფიაში აუცილებლად უნდა იყოს ნაჩვენები როგორც გამოცემის ადგილი, ისე გამომცემლობა.
მაგალითების დამოწმება ტექსტში
საილუსტრაციო ენობრივი მაგალითები ტექსტში უნდა გამოიყოს დახრილი შრიფტით. მათი მუქი შრიფტით გამოყოფა დაუშვებელია.
სიტყვის მნიშვნელობები უნდა მოთავსდეს შესაბამის ბრჭყალებში. ინგლისურენოვან სტატიებში ათწილადების გამოსაყოფად გამოიყენება წერტილი, ხოლო ათასეულების გამოსაყოფად – მძიმე.
ხელოვნური ინტელექტის (ხელგონის) გამოყენების პოლიტიკა
ხელოვნური ინტელექტის (ხელგონის) და ჩატბოტების გამოყენება ჟურნალში წარმოდგენილი სტატიების მომზადებისას დასაშვებია მხოლოდ დამხმარე ხელსაწყოების სახით. ავტორებს შეუძლიათ გამოიყენონ ხელგონი (AI) ენობრივი რედაქტირებისთვის, სტილის გაუმჯობესების, ტექსტის სიცხადის ან ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად (მაგ. ანოტაციის ფორმულირების დახვეწა, ილუსტრაციების შექმნა).
ხელგონის (AI) გამოყენება დაუშვებელია სამეცნიერო ნაშრომის შესაქმნელად, კვლევის მონაცემების ანალიზისა თუ ინტერპრეტაციისთვის, დასკვნებისა და თეორიული იდეების შესაქმნელად. ხელოვნური ინტელექტი ვერ იქნება მითითებული სტატიის ავტორად ან თანაავტორად. სტატიაში მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული, თუ რა ნაწილი შეიქმნა ხელგონის (AI) დახმარებით (მაგ. ილუსტრაციები). ნაშრომის ორიგინალობაზე, სიზუსტესა და სამეცნიერო მოსაზრებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორს.
ხელნაწერის გამოგზავნა რეცენზირებისთვის
სტატიები უნდა გამოიგზავნოს ჟურნალის ელექტრონული საგამომცემლო სისტემის საშუალებით.
(გაფრთხილება: OJS საგამომცემლო სისტემიდან გამოგზავნილი ზოგიერთი შეტყობინება, შესაძლოა, მოხვდეს ელექტრონული ფოსტის უნდოს (სპამის) საქაღალდეში, ამიტომ გთხოვთ, ხშირად შეამოწმოთ, რათა არ გამოგრჩეთ  მნიშვნელოვანი პასუხი).
სტატიის გამოქვეყნების საფასური
ჟურნალის გამოცემის უწყვეტობის, მაღალი ხარისხის საგამომცემლო მომსახურებისა და კვლევების საერთაშორისო ბაზებში გავრცელების უზრუნველსაყოფად რედაქციაში მიღებულ და რეცენზირებულ სტატიებზე დაწესებულია მომზადების საფასური. საფასური განსხვავდება ავტორის აკადემიური/გეოგრაფიული კუთვნილების მიხედვით: საქართველოს ინსტიტუციებში დასაქმებულ ავტორთათვის: 130 ლარი
უცხოელი ავტორებისთვის: 50 ევრო
აღნიშნული საფასური ფარავს რეცენზირების, რედაქტირებისა და ტექნიკური დამუშავების ხარჯებს; ავტორი გადასახადს იხდის  მხოლოდ სტატიის გამოქვეყნებაზე საბოლოო დასტურის მიღების შემდეგ.