ქრისტიანული ტერმინოლოგიის საკითხისათვის

ავტორები

  • იოანე (მამუკა) ცუხიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ქრისტიანობა, ტერმინოლოგია, მრევლი, ლექსიკონები, გამოკითხვა

ანოტაცია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დაარსების დღიდანვე სამოციქულო და ავტოკეფალურია. შესაბამისად, ის განუყოფელი ნაწილია მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიისა და ღირსეული ადგილი უკავია დიპტიხში.

უხსოვარი დროიდან საეკლესიო და საერო ხელისუფალნი ურთიერთშეთანხმებულად
აშენებდნენ როგორც სახელმწიფოსა და ეკლესიას, ისე მის კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ციხე-სიმაგრეებს.

ქრისტიანობის გაძლიერება-განვითარებასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა როგორც ნასესხებ, ისე მის კალკირებულ ქართულ შესატყვისებს. აღსანიშნავია, რომ ქრისტიანულ ტერმინთა განმარტებები ძირითადად ცნობილი იყო საეკლესიო კლერიკოსთა და მრევლის მცირე ნაწილისათვის, იმ მრევლისათვის, რომელიც გულისყურით უსმენდა მსახურებას და, შეძლებისდაგვარად, იმახსოვრებდა მისთვის უცხო სიტყვებს. სხვადასხვა ტაძარში სამი თვის განმავლობაში მრევლში ჩავატარეთ ანონიმური გამოკითხვა ტერმინთა მნიშვნელობების შესახებ; საუბარია იმ მრევლზე, რომელიც ტაძარში დადის თითქმის ყოველ შაბათ-კვირასა და დღესასწაულებზე. ჩვენ მიერ გამოკითხული მრევლის 47 წევრიდან არც ერთმა არ
იცოდა, რა ნიშნავს კვეთა ან ის, რომ კვეთა და პროსკომიდია სინონიმებია, არადა პროსკომიდია//კვეთა ღმრთისმსახურების განუყოფელი და ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია.

სამწუხაროა, რომ ქართულ საეკლესიო ტერმინთა სრულყოფილი ციფრული ლექსიკონი დღემდე არ არსებობს. ჩვენი მცდელობა და დიდი სურვილია ქრისტიანულ-საეკლესიო ტერმინოლოგიის, როგორც ცალკე დარგის, ფორმირება და მისი პოპულარიზაცია საზოგადოების დაინტერესებული მასებისათვის.

ავტორის ბიოგრაფია

  • იოანე (მამუკა) ცუხიშვილი

    საქართველოს საპატრიარქო

წყაროები

გაბიძაშვილი და სხვ. 2007 – ე. გაბიძაშვილი, მ. მამაცაშვილი, ა. ღამბაშიძე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი.

კეკელიძე 1980 – კორნელი კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, თბილისი.

კრებული 2008 – რელიგიები საქართველოში. კრებული. რედ. ზურაბ კიკნაძე, ლევან ბრეგაძე; გამოც. პ/მგ ბექა მინდიაშვილი; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სა-ხალხო დამცვ. ბიბ-კა. თბილისი.

ლექსიკონი 2014 -– ჯავახური ლექსიკონი, გ. ზედგინიძე, თბილისი.

ლივეხუდი 2002 – ბერნარდ ლივეხუდი, ადამიანის ცხოვრების გზა, თბილისი.

ლოლაშვილი 1983 – არეოპაგიტული კრებული. დიონისე არეოპაგელი და პეტრე იბერიელი ძველ ქართულ მწერლობაში, გამომცე-მელი ივანე ლოლაშვილი, თბილისი.

რუხაძე 2013 – გრიგოლ რუხაძე, საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი, თბილისი.

სემიონოვი 2011 – ეპ. ალექსანდრე (სემიონოვი), მართლმადიდებლური კატეხიზმო, თბილისი.

ქიქოძე 1913 – ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელისა. ტ. 1, თქმულნი 1860-1870 წლებში, ტფილისი.

ღაღანიძე 2008 – მერაბ ღაღანიძე, რელიგიები საქართველოში, თბილისი, 2008 (175-183 გვ).

ჭელიძე 1996 – ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია, თბილისი.

ჭელიძე 2024 – ედიშერ ჭელიძე, საეკლესიო ტერმინოლოგია როგორც ზნეობრივი მონაცემი. რადიოსაუბარი, N: 58 - https://www.youtube.com/watch. ბოლოს ნანახია 2024 წ. 29 მაისს.

ჯულაყიძე 2015 – კატეხიზმური და მისტაგოგიური ჰომილიები, წმინდა კირილე იერუსალიმელი; ძვ. ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვა და სქოლიოები დაურთო გიორგი ჯულაყიძემ, თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-01-17

როგორ უნდა ციტირება

ქრისტიანული ტერმინოლოგიის საკითხისათვის. (2024). ტერმინოლოგიის საკითხები, 6, 261-276. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/96