P-ISSN: 1987-7633
E-ISSN: 3088-4101
რეცენზირების მეთოდოლოგია
ჟურნალი ტერმინოლოგიის საკითხები იყენებს მოწვეულ ექსპერტთა შეფასებებს სტატიების ხარისხის უზრუნველყოფისა და სარედაქციო გადაწყვეტილებების მისაღებად.
პირველადი შემოწმება:
მასალა მოწმდება რედაქციაში შემოსვლისთანავე. ნაშრომი, რომელიც არ შეესაბამება ჟურნალის პროფილს ან არ აკმაყოფილებს აკადემიურ მოთხოვნებს, უარყოფილი იქნება დაუყოვნებლივ.
რეცენზირება ყველა სხვა ორიგინალური სამეცნიერო სტატია იგზავნება რეცენზირებაზე.
ექსპერტთა შერჩევა რეცენზენტები შეირჩევიან ავტორთა მიერ მოწოდებული მასალის შესაბამისად ( სარედაქციო საბჭოს წევრებიდან ან მოწვეული ექსპერტებიდან).
ანონიმურობა ჟურნალი იყენებს ორმხრივად ანონიმური რეცენზირების პრინციპს: მიკერძოების თავიდან ასაცილებლად ავტორმა და რეცენზენტმა არ იციან ერთმანეთის ვინაობა.
ვადები რეცენზირების პროცესი, წესისამებრ, არ აღემატება ერთ თვეს.
გადაწყვეტილება სარედაქციო საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს, სულ მცირე, 2 რეცენზიის საფუძველზე.
რეცენზირების ეთიკა — სახელმძღვანელო რეცენზენტებისთვის
ჟურნალი ხელმძღვანელობს პუბლიკაციების ეთიკის კომიტეტის (COPE) საერთაშორისო სტანდარტებით. რეცენზენტებისთვის საყურადღებოა შემდეგი პუნქტები:
ინტერესთა კონფლიქტი: თუ რეცენზენტი თვლის, რომ არსებობს რაიმე პირადი, ფინანსური, ინტელექტუალური, პროფესიული თუ ინსტიტუციური ინტერესთა კონფლიქტი, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს რედაქციას და უარი თქვას რეცენზირებაზე (მაგალითად, თუ ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა ავტორთან ერთსა და იმავე ინსტიტუციაში, იყო მისი ხელმძღვანელი/თანაავტორი და ა.შ.).
კონფიდენციალურობა: რედაქციაში შემოსული მასალა წარმოადგენს კონფიდენციალურ დოკუმენტს. დაუშვებელია რეცენზირების პროცესში მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება პირადი ან სხვისი სარგებლისთვის. რეცენზენტს არ აქვს უფლება, საქმეში ჩართოს მესამე პირი (მათ შორის ახალგაზრდა მკვლევრები) რედაქციის წინასწარი ნებართვის გარეშე.
ვადა რეცენზენტებს ვთხოვთ, შეაფასონ ნაშრომი დადგენილ ვადებში, ხოლო შესაძლო დაგვიანების შესახებ წინასწარ აცნობონ რედაქციას.
ხელოვნური ინტელექტის (ხელგონის) გამოყენების პოლიტიკა რეცენზირებისას
ხელოვნური ინტელექტის (ხელგონის) და ჩატბოტების გამოყენება რეცენზირების პროცესში დასაშვებია მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტის სახით (მაგალითად, სტილისტური რეკომენდაციების ფორმულირებისთვის ან ტექსტის სიცხადის გასაუმჯობესებლად).
კატეგორიულად იკრძალება სტატიის ან მისი ნაწილების ატვირთვა ხელოვნური ინტელექტის (ხელგონის) ღია წვდომის პლატფორმებზე, რადგან ეს უხეშად არღვევს კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის პრინციპებს. დაუშვებელია ხელგონის გამოყენება რეცენზიის შინაარსის ან არგუმენტაციის შესაქმნელად, შესაფასებლად ან საგამომცემლო გადაწყვეტილების მისაღებად. რეცენზიის შინაარსზე, პროფესიონალიზმსა და ობიექტურობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება თავად რეცენზენტს.
(შენიშვნა რეცენზენტებისთვის: გთხოვთ, ყოველთვის შეინარჩუნოთ კორექტული, კონსტრუქციული და აკადემიური ტონი შეფასებისას).
(გაფრთხილება: გთხოვთ, ხშირად შეამოწმოთ ელფოსტა, რადგან OJS საგამომცემლო სისტემიდან გამოგზავნილი შეტყობინებები, შესაძლოა, მოხვდეს ელექტრონული ფოსტის უნდო (სპამის) საქაღალდეში.
P-ISSN: 1987-7633
E-ISSN: 3088-4101
ამ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ვრცელდება შემდეგი საერთაშორისო ლიცენზიის პირობებით: Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 International License.