ქართ. სიტყვა-ცნება მ რ ე ვ ლ ი ს სუბსტანციურ-ფუნქციური სემანტიკის საღვთისმეტყველო წანამძღვრებისათვის
საკვანძო სიტყვები:
სიტყვა-ცნება, ლექსიკოლოგია, ეტიმოლოგია, სემანტიკა, ღვთისმეტყველებაანოტაცია
ქართულ სიტყვა (ტერმინ) მრევლის თავდაპირველ სემანტიკაში გამჭვირვალედ მოიხილება ძვ. ქართ. მრე(ჲ) „მომრევი“, მრე-ყოფა „მომრევი“ და ძვ. ქართ. რევა/რევნა „მორევნა, ძლევა; შეზავება, (შე)რევა, შერთვა; შეხება; დამარცხება“, შდრ.: მ-ელ თავსართბოლოსართიანი მრევ-ელ-ი „მომრევი“, ასევე, ძვ. ქართ.: მძლე „მძლეველი“ (ზედმიწ.: „ის, ვინც სძლევს, მოერევა“) და მძლე-ყოფა „მორევნა“ (სულხან-საბა, ილია აბულაძე, ზურაბ სარჯველაძე).
მეორე მხრივ, ქართ. მრევლი კაცთა იმ ძალისხმევით შედუღაბებული ერთობაა, რომელიც ქრისტეში ერთსულოვნად ყოფნისაკენ მიმავალ გზას გვიკვალავს და, ამდენად, ამ ღვთივსათნო საქმეში შეგვეწევა. სწორედ ამას გულისხმობს უფალი იესო, როდესაც წმიდა მოციქულ პეტრეს სანუგეშოდ ამცნობს: „კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათე 16, 18). შემთხვევითი არ გახლავთ ისიც, რომ ჩვენმა მადლიანმა
ქართველმა სიტყვათშემოქმედმა „ერთობას“ შემატა „სული“ და ძვ.ქართ. ერთსულით გამოთქვა სულთა − ღვთისმიერ ქმნილ სულიერთა საღმრთო ერთობის ბოროტისმძლეველობა.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 ტერმინოლოგიის საკითხები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
