ქართ. სიტყვა-ცნება მ რ ე ვ ლ ი ს სუბსტანციურ-ფუნქციური სემანტიკის საღვთისმეტყველო წანამძღვრებისათვის
საკვანძო სიტყვები:
სიტყვა-ცნება, ლექსიკოლოგია, ეტიმოლოგია, სემანტიკა, ღვთისმეტყველებაანოტაცია
ქართულ სიტყვა (ტერმინ) მრევლის თავდაპირველ სემანტიკაში გამჭვირვალედ მოიხილება ძვ. ქართ. მრე(ჲ) „მომრევი“, მრე-ყოფა „მომრევი“ და ძვ. ქართ. რევა/რევნა „მორევნა, ძლევა; შეზავება, (შე)რევა, შერთვა; შეხება; დამარცხება“, შდრ.: მ-ელ თავსართბოლოსართიანი მრევ-ელ-ი „მომრევი“, ასევე, ძვ. ქართ.: მძლე „მძლეველი“ (ზედმიწ.: „ის, ვინც სძლევს, მოერევა“) და მძლე-ყოფა „მორევნა“ (სულხან-საბა, ილია აბულაძე, ზურაბ სარჯველაძე).
მეორე მხრივ, ქართ. მრევლი კაცთა იმ ძალისხმევით შედუღაბებული ერთობაა, რომელიც ქრისტეში ერთსულოვნად ყოფნისაკენ მიმავალ გზას გვიკვალავს და, ამდენად, ამ ღვთივსათნო საქმეში შეგვეწევა. სწორედ ამას გულისხმობს უფალი იესო, როდესაც წმიდა მოციქულ პეტრეს სანუგეშოდ ამცნობს: „კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათე 16, 18). შემთხვევითი არ გახლავთ ისიც, რომ ჩვენმა მადლიანმა
ქართველმა სიტყვათშემოქმედმა „ერთობას“ შემატა „სული“ და ძვ.ქართ. ერთსულით გამოთქვა სულთა − ღვთისმიერ ქმნილ სულიერთა საღმრთო ერთობის ბოროტისმძლეველობა.
წყაროები
აბულაძე 1973 - ილია აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი (მასალები), თბილისი.
ბიბლია 2015 - ბიბლია, ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, გამომცემლობა „ალილო“, გამომცემლობა „ქრონი-კონი“, თბილისი.
იგავნი 2008 - იგავნი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესნი, წმიდამამათა და კომენტატორთა საღვთისმეტყველო განმარტება 7 წიგნად, წიგნი 2, მასალა შეკრიბა და შეადგინა დოდო (მარიამ) ღლონტმა, რედაქტორი: ნათელა ხურცილავა, გამომცემლობა „ალილო“, 124 გვ., გამომცემლობა „დედაენა“, თბილისი.
იგავნი 2009 - იგავნი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესნი, წმიდამამათა და კომენტატორთა საღვთისმეტყველო განმარტება 7 წიგნად, წიგნი 2, მასალა შეკრიბა და შეადგინა დოდო (მარიამ) ღლონტმა,
რედაქტორი: ნათელა ხურცილავა, გამომცემლობა „ალილო“, 240 გვ., გამომცემლობა „დედაენა“, თბილისი.
იმნაიშვილი 1986 - ივანე იმნაიშვილი, ქართული ოთხთავის სიმფონია-ლექსიკონი, აკაკი შანიძის რედაქციით, თბილისი.
ოქროპირი 1998 - წმიდა იოანე ოქროპირი, თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ, თარგმანი წმ. ეფთვიმე მთაწმიდელისა, წიგნი III, თბილისი.
სარჯველაძე 2001 - ზურაბ სარჯველაძე, ძველი ქართული ენის სიტყვის კონა, თბილისი.
სიმფონია-ლექსიკონი 2009: ქართული სამოციქულოს სიმფონია-ლექსიკონი, ეძღვნება აკაკი შანიძის 120 წლის იუბილეს, შეადგინეს ლელი ბარამიძემ, რუბენ ენუქაშვილმა და თეიმურაზ მეტრეველმა, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი.
სულხან-საბა 1991-1993 სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ავტოგრაფული ნუსხების მიხედვით მოამზადა, გამოკვლევა და განმარტებათა ლექსიკის საძიებელი დაურთო ილია აბულაძემ, I, 1991; II, 1993.
ჩიქობავა 1942 – არნოლდ ჩიქობავა სახელის ფუძის უძველესი აგებულება ქართველურ ენებში, თბილისი, მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
ჩუბინაშვილი დ. 1984 - დავით ჩუბინაშვილი, ქართულ-რუსული ლექსიკონი, თბილისი.
ჩუბინაშვილი ნ. 1961: ნიკო ჩუბინაშვილი, ქართული ლექსიკონი, ალ. ღლონტის რედაქციითა და გამოკვლევით. სახელმწიფო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი.
ჩუხუა 2000-2003 - მერაბ ჩუხუა, ქართველურ ენა-კილოთა შედარებითი ლექსიკონი, თბილისი.
ჭუმბურიძე 2002: ზურაბ ჭუმბურიძე, მრევლის ეტიმოლოგიისათვის, კრებული „შოთა ძიძიგური 90“, მთ. რედაქტორი: ე. ბაბუნაშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.