ბოტანიკური ლექსიკა იდიომატურ გამოთქმებში
საკვანძო სიტყვები:
Term, botanical vocabulary, idiom, metaphor, epithet, simileანოტაცია
ტერმინოლოგია შეისწავლის დარგთა შორის ურთიერთობების ფუნდამენტურ ასპექტს
სხვადასხვა სფეროში და გულისხმობს სტანდარტიზებულ ლექსიკას, რომელიც პროფესიონალებს საშუალებას აძლევს, ეფექტურად გადმოსცენ ზუსტი მნიშვნელობები და ცნებები. წინამდებარე მოხსენებაში განხილული იქნება ბოტანიკური ლექსიკა. იგი მოიცავს ტერმინების ფართო სპექტრს, რომელიც აღწერს მცენარეების სტრუქტურას, ფუნქციას, კლასიფიკაციასა და ქცევას. ლათინური ან ბერძნული წარმოშობის სამეცნიერო სახელები ქმნის სტანდარტიზებულ
ჩარჩოს ბოტანიკოსებისთვის, რათა მათ ზუსტად განსაზღვრონ და დააჯგუფონ მცენარეთა სახეობები. გარდა ამისა, გავრცელებული ბოტანიკური სახელები ასახავს რეგიონალურ და კულტურულ ვარიაციებს, რომლებიც ავლენს ამა თუ იმ კუთხის მცენარეული საფარის მრავალფეროვნებას.
თანამედროვე სალიტერატურო ინგლისური ენა იდიომატურ გამოთქმებში ხშირად
იყენებს ბოტანიკურ ტერმინებსა თუ ტერმინოლოგიურ შესატყვისებს. ეს პროცესი ტერმინოლოგიური ლექსიკისა და სალიტერატურო ენის მჭიდრო კავშირს გულისხმობს, რომელიც განტერმინების სახელითაა ცნობილი და ჩვეულებრივი მოვლენაა ენაში.
ჩვენი კვლევის ძირითადი მიზანია ყვავილთა სახელწოდებების შესწავლა იდიომატურ
გამონათქვამებში. ლინგვისტიკური ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა იდიომების სხვადასხვა ჯგუფი:
1. წმინდა იდიომები, მაგ., under the rose (საიდუმლოდ, კონფიდენციალურად), pushing up daisies (საფლავში, იმ ქვეყნად, გარდაცვლილი) და ა.შ.;
2. იდიომები, როგორც მეტაფორები, მაგ., shrinking violet (უწყინარი, ჩუმი ადამიანი), daisy chain (ჯაჭვური კავშირი), snowdrop of hope (იმედისმომცემი ნიშანი) და ა.შ.;
3. იდიომები, როგორც სტილისტური შედარებები, მაგ., scattered like asters in the breeze (მიმოფანტული, მიმობნეული), memories like forget-me-nots (დაუვიწყარი მოგონებები) და ა.შ.;
4. იდიომები, როგორც ეპითეტები, მაგ., orchid beauty (განსაკუთრებული სილამაზე) და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ შესწავლილი იდიომების ქართულ თარგმანში არ ვლინდება მათი
იდიომატური დატვირთვა, უფრო მეტიც, არცერთ მათგანში არ ჩანს ყვავილის სახელწოდება.
კვლევამ აჩვენა, რომ ყვავილთა სახელწოდებების გამოყენება იდიომებში ნათელს ჰფენს ენასა
და ბუნებრივ სამყაროს შორის არსებულ მუდმივ კავშირს. იდიომებში მათი გამოყენება ამდიდრებს ენობრივ გამონათქვამებს და ასახავს კულტურულ ღირებულებებს.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 ტერმინოლოგიის საკითხები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
