ტერმინები ნანა და იავნანა

ავტორები

  • ნინო ღამბაშიძე

საკვანძო სიტყვები:

ნანა, იავნანა, ტერმინები, ეთნოფსიქოლოგია, სარწმუნოება

ანოტაცია

ნანა და იავნანა დედა-შვილს შორის ურთიერთობის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე
მრავალასპექტიანი, მეტად ფაქიზი და ამაღლებული მნიშვნელობის გამომხატველი ტერმინებია. ჩასახვიდან მოყოლებული, განსაკუთრებით კი სიცოცხლის პირველ წლებში, ბავშვის
კავშირს მშობლებთან, მეტადრე დედასთან, უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება პიროვნებად
ჩამოყალიბებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით, რაშიც იავნანას უდიდესი
წვლილი აქვს. იგი „მითოლოგიურ დედასა“ და მიწიერ შვილს შორის ურთიერთობის გამომხატველი ტერმინიცაა. 

წინამდებარე ნაშრომში შევეცადეთ, საკითხის დასმის კუთხით განგვეხილა ტერმინების,
ნანასა და იავნანას, მნიშვნელობა. ქართული ხალხური მუსიკალური მემკვიდეობის მკვლევრები მათ განსხვავებული მნიშვნელობით იყენებენ. სხვადასხვა დროის ლექსიკოლოგიური მასალის გარკვეული განხილვის საფუძველზე გაგვიჩნდა მოსაზრება, რომ თავდაპირველად ნანა უნდა ყოფილიყო სინანულის შემცველი სავედრებელი ლოცვა, დიდი დედა ნანას მიმართ აღვლენილი, რომელსაც ადრესატის სახელი უნდა დარქმეოდა. დროთა განმავლობაში ტერმინის მნიშვნელობა საკრალურ-რელიგიურ ჩარჩოებს უნდა გასცდენოდა და საერო ცხოვრებასაც მისადაგებოდა, რაც მელოდიასთან ერთად წარმოჩინდა. დიდი დედის საერთო ქართველურ ხატს ხორციელი დედის ხატი უნდა გამოყოფოდა და ყოფაში ხორცშესხმულიყო. ამ პროცესს ტერმინ ნანას სემანტიკური მნიშვნელობა უნდა გაეფართოებინა და დედის, შემდგომ კი ბავშვის დასაძინებელი სიმღერის, დედის, დიდი დედის, ბებიისა და ენის აღმნიშვნელი სიტყვა
გამხდარიყო.

სიტყვა იავნანა XIX-XX საუკუნეებამდე არ ჩანს. იგი თედო სახოკიასთან ჩნდება, როგორც
გაჭირვების, უბედურების მივიწყებინება, მიძინება, მიფერება, ხოლო XX საუკუნის 80-იანი
წლების განმარტებით ლექსიკონში ნანა და იავნანა სინონიმებია და ბავშვის დასაძინებელ სიმღერას ნიშნავს.

ნაშრომში ასევე გამოთქმულია მოსაზრება, თუ რა მნიშვნელობა აქვს ტერმინ ნანა/იავნანას ქართველისთვის, მისი თვითმყოფადობისათვის. 

ავტორის ბიოგრაფია

  • ნინო ღამბაშიძე

    თბილისის ივ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

წყაროები

აბულაძე 1991 – ილია აბულაძე, სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ტ.1, თბილისი: მერანი. ბაიაშვილი 2023 – ქეთევან ბაიაშვილი, ნანებისა და იავნანების გან-სხვავების შესახებ ქართულ მუსიკალურ ტრადიციაში, ხელნა-წერი.

მარტიროსოვი 1984 – არამ მარტიროსოვი, ჯავახური დიალექტის ლექსიკონი, http://www.ice.ge/liv/liv/tushur.php

ჟუჟუნაძე 2023 – ბაია ჟუჟუნაძე, „ნანნი იესოს“ – ქართული კათოლი-კური საშობაო საგალობელი, ქართველ ქალთა ტრადიციული მუსიკის ფესტივალი ნანინა, 2023, აკვნის ნანა, -12 მაისი (ბუკ-ლეტი).

სახოკია 1979 – თედო სახოკია, ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი, თბილისი: მერანი.

ღამბაშიძე 1988 – როგნედა ღამბაშიძე, ქართული ენის ინგილოური კილოს ლექსიკონი, თბილისი: განათლება.

ჩიქობავა ჭაბაშვილი 1986 – არნოლდ ჩიქობავა, მიხეილ ჭაბაშვილი, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი: ერთტომეული, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია; ენათმენიერების ინსტიტუტი; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.

ჩუბინიშვილი 1961 – ნიკო ჩუბინიშვილი, ქართული ლექსიკონი რუსული თარგმანითურთ, თბილისი: საბჭოთა საქართველო.

ჩუხუა 2003 – მერაბ ჩუხუა, ქართველურ ენა-კილოთა შედარებითი ლექსიკონი, თბილისი: უნივერსალი.

ჩუხუა 2017 – მერაბ ჩუხუა, ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური ეტიმოლოგიური ძიებანი, თბილისი: საარი.

ჭინჭარაული 2005 – ალექსი ჭინჭარაული, ხევსურული ლექსიკონი, თბილისი: ქართული ენა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-01-17

როგორ უნდა ციტირება

ტერმინები ნანა და იავნანა. (2024). ტერმინოლოგიის საკითხები, 6, 211-219. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/93