უცხო წარმომავლობის ზედსართავი სახელები ქართულ ენასა და სამეცნიერო ტერმინოლოგიაში

ავტორები

  • ნათელა მუზაშვილი
  • მარინე ოსაძე

საკვანძო სიტყვები:

სამეცნიერო ტერმინები, სესხების პროცესი, უცხო წარმომავლობის ზედსართავი სახელი, აფიქსები, მორფოლოგიური ადაპტაცია

ანოტაცია

ცნობილია, რომ ტერმინი გარკვეული მნიშვნელობის სიტყვაა, ამიტომ მის გადმოსაცემად სხვადასხვა მეტყველების ნაწილია შერჩეული: არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი და სახელზმნა. 

სამეცნიერო ტერმინოლოგიაში განსაკუთრებით დიდია ზედსართავი სახელების ფუნქცია. შეუძლებელია მათ გარეშე ტერმინოლოგიური მუშაობის სრულყოფა. ლექსიკონებში ისინი დასტურდება არა მარტო ტერმინოლოგიურ შესიტყვებებში, არამედ გვხვდება დამოუკიდებელ ტერმინოლოგიურ ერთეულებად. 

უცხო წარმომავლობის ზედსართავთა რიცხვი ტერმინოლოგიაში და, შესაბამისად,სალიტერატურო ენაში სულ უფრო იზრდება. ეს ბუნებრივი და გარდაუვალი პროცესია, რომლისგანაც თავის დაღწევა ისევე შეუძლებელია, როგორც, საზოგადოდ, უცხო სიტყვათა სესხებისაგან. უცხო წარმომავლობის ზედსართავი ამა თუ იმ ენაში და, მათ შორის, ქართულშიც,
შემოდის ან პირდაპირ წყარო ენის ზედსართაული ფუძით, ან არსებითი სახელით. სწორედ ეს არის მორფოლოგიური ასიმილაციის პროცესი, რომელიც გულისხმობს მსესხებელ ენაში (ქართულში) უცხო წარმომავლობის ზედსართავი სახელების ქართული აფიქსით გაფორმებას, ანუ შეგუებას. 

უცხო წარმომავლობის ზედსართავთა გაფორმება ქართულში კარგადაა შესწავლილი. უპირველესად საჭიროა, დაზუსტდეს ტერმინის წარმომავლობა. როცა არსებითი სახელია ნასესხები, მისი ქართულად გაფორმება უფრო მარტივია, მაგრამ ზედსართავი სახელების მორფოლოგიური შეთვისება რთულ მექანიზმს გულისხმობს. აქ გვერდს ვერ ავუვლით თვით წყარო ენის მასალას, მის მორფოლოგიურ დანაწევრებას. უნდა დაზუსტდეს უცხო წარმომავლობის ზედსართავი სახელის აგებულება, ანუ როგორ დაიშლება, რა აფიქსები გამოიყოფა.  

უცხო წარმომავლობის ზედსართავების ქართულად გაფორმებისას დერივაციულ აფიქსთა შორის ყველაზე დიდი დატვირთვა -ურ (-ულ) სუფიქსს აქვს. გადამწყვეტი მნიშვნელობა
ენიჭება იმას, თუ -ურ (-ულ) სუფიქსიანი ზედსართავისათვის ამოსავალი როგორი ფუძეა: ა) უცხო წარმომავლობის სუბსტანტივი, თუ ბ) ისეთი ზედსართაული ფუძე, რომელსაც სათანადო არსებითი სახელი არ მოეპოვება მსესხებელ ენაში.

მსესხებელი ენა მექანიკურად კი არ აფორმებს ნასესხებ სიტყვას, არამედ ყურადღებას ამახვილებს ზედსართავი სახელების სტრუქტურულ-სემანტიკურ ანალიზზე.

მიუხედავად მკვეთრად ჩამოყალიბებული ნორმებისა, დღესდღეობით ტერმინოლოგიაში, სამეცნიერო ენასა თუ, ზოგადად, სასაუბრო ენაში ხშირად შეინიშნება დარღვევები უცხო წარმომავლობის ზედსართავთა გაფორმებისას. სწორედ ამიტომ მივიჩნიეთ საჭიროდ ამ საკითხის საჯაროდ წარმოდგენა. კიდევ ერთხელ საჭიროა, დაზუსტდეს, რომელია სწორი ფორმა:
ჰიპოთეტური თუ ჰიპოთეზური; პნევმატური თუ პნევმატიკური; სინთეტური თუ სინთეტიკური; ავთენტური თუ ავთენტიკური; ვეგეტატიური თუ ვეგეტაციური...

ავტორის ბიოგრაფიები

  • ნათელა მუზაშვილი

    თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

  • მარინე ოსაძე

    თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

წყაროები

ჯანაშია 1970 – ს. ჯანაშია, ზედსართავ სახელთა წარმოება ნასესხებ სიტყვათაგან -ურ ბოლოსართით, თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, I, თბილისი.

ღამბაშიძე 1986 – რ. ღამბაშიძე, ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია

და მისი შედგენის პრინციპები, თბილისი.

ზექალაშვილი 2000 – რ. ზექალაშვილი, ქართული ენა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის საკითხები, თბილისი.

ოსაძე 2016 – მ. ოსაძე, ტერმინთა სესხება- ადაპტაციის საკითხები ქართულ ენაში, თბილისი.

ლექსიკონები:

ქართული ენის მორფემებისა და მოდალური ელემენტების ლექსიკონი 1988 – ბ. ჯორბენაძე, მ. კობაიძე, მ. ბერიძე, თბილისი.

ჭაბაშვილი 1989 – მ. ჭაბაშვილი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი, თბილისი.

ქეგლი 1950-1964 – ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, რვატომეული (არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციის), თბილისი.

ქეეკ – ქართული ენის ეროვნული კორპუსი: http://gnc.gov.ge/gnc/page

სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, 2022.

სინონიმთა ლექსიკონი, 1978, თბილისი.

უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2006, თბილისი.

ხელოვნების ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი, 2004, თბილისი.

ხელოვნების ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი, 1985, თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-01-17

როგორ უნდა ციტირება

უცხო წარმომავლობის ზედსართავი სახელები ქართულ ენასა და სამეცნიერო ტერმინოლოგიაში. (2024). ტერმინოლოგიის საკითხები, 6, 129-137. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/87