ზოგიერთი დენდროლოგიური ტერმინის ეტიმოლოგია და სემანტიკა

ავტორები

  • ირინე დემეტრაძე

საკვანძო სიტყვები:

დენდროლოგიური ტერმინი, ეტიმოლოგია, სიმბოლიკა, სემანტიკა, კლასიფიკაცია, იდიომები

ანოტაცია

უხსოვარი დროიდან ყველა საზოგადოებასა და რელიგიაში ხეს განსაკუთრებული
მნიშვნელობა ენიჭებოდა, შესაბამისად, ხეების დასახელებების წარმოშობისა და ხეთა სიმბოლიკის შესწავლა სხვადასხვა ენასა და კულტურაში ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

მოხსენებაში შესწავლილია დენდროლოგიური ტერმინების წარმოშობა, ხეების სიმბოლიკა ქართულ, ინდურ, კელტურ, ბერძნულ, სკანდინავიურ მითოლოგიაში. განხილულია ხეთა მეტაფორული მნიშვნელობები უძველეს რელიგიურ ტექსტებსა და მხატვრულ ლიტერატურაში. 

გავრცელების ადგილის მიხედვით, ხეების სახელები მრავალ ტოპონიმშია გამოყენებული. შესაბამისად, მოხსენებაში განხილულია ხეთა სახელწოდებებისგან წარმოშობილი ქართული და ინგლისური ტოპონიმები. ყურადღება გამახვილებულია ასევე ხეების დასახელებებთან დაკავშირებულ ინგლისურ და ქართულ ანთროპონიმებზე. 

ემპირიული მასალის შესწავლის საფუძველზე, მოხსენებაში ასევე გაანალიზებულია
ხესთან დაკავშირებული ინგლისური და ქართული ფრაზეოლოგიური ერთეულები, რომლებიც კლასიფიცირებულია დადებითი და უარყოფითი კონოტაციის მიხედვით.

კვლევის ფარგლებში, ასევე შესწავლილია ხის ჯიშების აღმნიშვნელი ქართული, ინგლისური, ბერძნული და ლათინური ტერმინების ეტიმოლოგია. ამ მხრივ, ემპირიული მონაცემების ანალიზმა გამოავლინა რამდენიმე კონცეპტი, რომელსაც ემყარება ხეთა სახეობების სახელდება. კვლევამ აჩვენა, რომ ხეთა სახელწოდებები განპირობებულია მათი ფუნქციით, ფორმით, ფერით, სურნელითა და სხვა პარამეტრებით, რომლებიც ამა თუ იმ ერის მსოფლმხედველობასა და მითოლოგიას უკავშირდება. 

ავტორის ბიოგრაფია

  • ირინე დემეტრაძე

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წყაროები

აბზიანიძე ზ., ელაშვილი, ქ. 2006 – სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია, გამომცემლობა „ბაკმი“, თბილისი.

ელაშვილი ქ. 2008 – ხეთამეტყველება, ქართული ფოლკლორი 4 (XX ),

თბილისი.

ივანიშვილი მ. 2010 – მცენარეთა სამყაროს პროტოქართველური და

პროტოინდოევროპული სახელები. სემიოტიკა. https://semioticsjournal.wordpress.com/2010/08/05/marine-ivanisvili.

ჩერქეზიშვილი, ტ. 2009 – ტყე და ადამიანი, თბილისი.

ხოჭოლავა-მაჭავარიანი ნ. 2015 – დენდრონიმ ურთხელის ეტიმოლოგიისათვის, ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები XIII,

თსუ.

Гамкрелидзе Т.В., Иванов В.В. 1984 – Индоевропейский Язык и Индоевропейцы. Тбилиси.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-01-17

როგორ უნდა ციტირება

ზოგიერთი დენდროლოგიური ტერმინის ეტიმოლოგია და სემანტიკა. (2024). ტერმინოლოგიის საკითხები, 6, 28-35. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/81