XIX საუკუნის II ნახევრის ქართული პრესა ტერმინთშემოქმედების შესახებ
საკვანძო სიტყვები:
XIX საუკუნის ქართული პრესა, ქართული ტერმინოლოგია XIX სუკუნეშიანოტაცია
XIX საუკუნის II ნახევარში საქართველოში აქტიურდება გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. ამ ფონზე მოწინავე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა სამწიგნობრო ენა, კერძოდ, ისეთი საეტაპო მნიშვნელობის საკითხები, როგორებიცაა: სალიტერატურო ენის ერთიანობა, საორიენტაციო სტილის განსაზღვრა, დამოკიდებულება უცხო სიტყვებისადმი და სხვ. აღნიშნულ თემებზე მსჯელობა შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ ქართულ პერიოდულ გამოცემებში, რომელთაც ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკისა და მკაცრი ცენზურის პირობებში იტვირთეს სამწიგნობრო ენის გადარჩენის, შენახვისა და განვითარების საპასუხისმგებლო ფუნქცია.
აღნიშნული პერიოდის ქართული გაზეთების გამომცემლები და რედაქტორები დგანან სალიტერატურო ენის სიწმინდის დაცვის სადარაჯოზე; ამას მოწმობს მოწინავე საზოგადოების წარმომადგენელთა პუბლიკაციებში მოცემული გამაფრთხილებელი, ზოგჯერ რადიკალური განცხადებები ბარბარიზმების, ასევე, ენის დემოკრატიზაციის შედეგად სალიტერატურო ენაში შემოჭრილი დიალექტიზმების ზოგადად, ტერმინოლოგიური პრობლემების შესახებ.
უმაღლესი განათლების კერებისა და დარგობრივი სამეცნიერო კრებულების არარსებობის პირობებში ქართული პრესა წარმოადგენს სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრს მეცნიერებით, ხელოვნებით, მრეწველობით, სოფლის მეურნეობითა და სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებული მკითხველისათვის. ქართული პრესის ფურცლებზე სისტემატურად იბეჭდება თარგმნილი თუ ორიგინალური სამეცნიერო წერილები. ქართული განათლებისა და ტერმინოლოგიის სფეროში არსებული პრობლემებიც პირველად აქ იჩენს თავს, კერძოდ: აშკარაა, რომ საზოგადოება ჯერ არ არის მზად სამეცნიერო ნაშრომთა ენის გასაგებად.
პრესის საშუალებით იგებს საზოგადოება აქამდე უცნობი ტერმინების შესახებ; არის აზრთა გაზიარებაც და ცხარე კამათიც სამეცნიერო ენის პრობლემებზე, ამოცანებზე, გეგმებზე. პირველად სწორედ ქართული პრესის ფურცლებზე ჩნდება სამეცნიერო ცნებათა ზუსტი შესატყვისების დადგენის პრინციპები, რომლებიც ორი ძირითადი მიმართულებით უნდა შესწავლილიყო:
- თვითონ საგანი თავისი შინაგანი თუ გარეგანი მახასიათებლებით;
- სამწიგნობრო ენა თავისი დიალექტური, არქაული თუ თანამედროვე ქვესისტემებით.
XIX საუკუნის II ნახევრის ქართული პერიოდული გამოცემები, უდავოდ, მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს სამეცნიერო ენის ქმნადობის ისტორიისათვის. პუბლიკაციების თემატიკიდან გამომდინარე, კურსი, რომელიც ითვალისწინებდა, ერთი მხრივ, ტერმინთშემოქმედების მეთოდოლოგიის განვითარებას, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოების სწორმეტყველებაზე ზემოქმედებას, დღესაც არ კარგავს აქტუალობას და სწორი ორიენტირია თანამედროვე სამეცნიერო-პოპულარული გამოცემებისათვის.
წყაროები
გამსახურდია 1985 − კონსტანტინე გამსახურდია, თხზულებათა სრული კრებული, ტ. VIII, თბილისი.
გაჩეჩილაძე 1959 − პოლიევქტ გაჩეჩილაძე, ქართული ლექსიკოგრაფია-ლექსიკოლოგიის ისტორიისათვის (მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრისა და მეოცე საუკუნის ქართული პრესის მასალების მიხედვით), იკე, ტ. XІ, თბილისი.
გოგებაშვილი 1990 − იაკობ გოგებაშვილი, რჩეული თხზულებანი ხუთ ტომად, ტ. V, თბილისი.
ერისთავი 1884 − რაფიელ ერისთავი, ქართული ლექსიკონი, შედგენილი სულხან-საბა ორბელიანისგან, თბილისი.
ვაშაკიძე 2009 − იამზე ვაშაკიძე, ტერმინთშემოქმედების პრინციპები XІX საუკუნის IІ ნახევრის საქართველოში.
ილია 1987 − ილია, მოგონებები გარდასულ დღეთა, თბილისი.
მელიქიშვილი 1988 − დამანა მელიქიშვილი, გელათის სალიტერატურო სკოლა (XІ-XІІ სს.) და ქართული ფილოსოფიური ენის ჩამოყალიბებისა და განვითარების გზები, სადოქტორო დისერტაცია, თბილისი.
მირიანაშვილი 1888 − პეტრე მირიანაშვილი, საერო ენა და სათემო კილო, ივერია, N 180.
ნიკოლაძე 1950 – რუსუდან ნიკოლაძე, პროფ. ვ. პეტრიაშვილი და თერგდალეულები", კრებული „ვასილ პეტრიაშვილი“, თბილისი.
ნიჟარაძე 2007 – ბესარიონ ნიჟარაძე, ქართულ-სვანურ-რუსული ლექსიკონი, ბალსზემოური დიალექტი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და წინასიტყვაობა დაურთო აკაკი შანიძემ, თბილისი.
ორბელიანი 1966 – სულხან-საბა ორბელიანი, თხზულებანი, IV, 2, თბილისი.
პეტრიაშვილი 1895 – ვასილ პეტრიაშვილი, ღვინის დაყენება, „სასოფლო გაზეთი“, 1870, N 9, 13; 1871, N 9.
ღვინაძე 1984 – პეტრე ღვინაძე, პირველი ქართული სახელმძღვანელოები მათემატიკაში, თბილისი.
ყიფიანი 1882 – დიმიტრი ყიფიანი, ქართული გრამატიკა სხარტულად დაწერილი მამისაგან შვილებისათვის, სანკტ-პეტერბურგი.
ჩუბინაშვილი 1961 – ნიკო ჩუბინაშვილი, ქართული ლექსიკონი,
თბილისი.
ჩუბინაშვილი 1984 – დავით ჩუბინაშვილი, ქართულ-რუსული ლექსიკონი, თბილისი.
ძიძიგური 1957 – შოთა ძიძიგური, ილია ჭავჭავაძე, სალექსიკონო მასალა, მნათობი, N 10.
წერეთელი 1990 – აკაკი წერეთელი, რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად, ტ. IV.
ჭავჭავაძე 1953 – ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, პ. ინგოროყვას რედაქციით, ტ. IІI, თბილისი.
ჭავჭავაძე 1955 – ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, პ. ინგოროყვას რედაქციით, ტ. IV, თბილისი.
ჭავჭავაძე 1955-ა – ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, პ. ინგოროყვას რედაქციით, ტ. V, თბილისი.
ჭავჭავაძე 1956 – ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, პ. ინგოროყვას რედაქციით, ტ. VI, თბილისი.
ჭავჭავაძე 1956-ა – ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, პ. ინგოროყვას რედაქციით, ტ. VII, თბილისი.
ჭავჭავაძე 1986 – ილია ჭავჭავაძე, რჩეული ნაწერები ხუთ ტომად, ტ, ІІІ, 1986, თბილისი.
ჭავჭავაძე 1987 – ილია ჭავჭავაძე, რჩეული ნაწერები ხუთ ტომად, ტ, ІV, თბილისი.
ჭავჭავაძე 1991 – ილია ჭავჭავაძე, რჩეული ნაწერები ხუთ ტომად, ტ, V, თბილისი.
ხუნდაძე 1886 – სილოვან ხუნდაძე, „გაზეთი „ივერია“ და მისი ენა“, „თეატრი“ , N13.
ხუციშვილი 1955 – სოლომონ ხუციშვილი (რედ.), ქართული ლიტერატურული კრიტიკის ისტორიისათვის, ქრესტომათია, I, თბილისი.
ჯანაშვილი 1895 – მოსე ჯანაშვილი, „ქართველები და ქართული ენა“, „ივერია“, N206: 1-2.