ტერმინების – ნაბდისა და თექის – ურთიერთმიმართება
საკვანძო სიტყვები:
ლექსიკოგრაფია, ხელობის ტერმინოლოგია, ტერმინები: ნაბადი, თექაანოტაცია
საქართველოში მატყლის თელვის და მისგან დამზადებულ საგანთა აღმნიშვნელი ტერმინების მრავალფეროვნება გვაქვს. გაუგებრობას იწვევს დღეს საყოველთაოდ გავრცელებული და უკვე დამკვიდრებული ტერმინი თექა, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც
გამოვიდა დეკორატიული, ანუ სახიანი, ნაბდების შესახებ ალბომი (ორი გამოცემა – 1972,
1982 წ.წ). რა მოსაზრებით, უცნობია, მაგრამ ავტორმა ალბომის სათაურში გამოიყენა სიტყვა თექა, რომელიც სრულიად არ შეესატყვისება ალბომში წარმოდგენილ ილუსტრაციებს. აქ, ძირითადად, წარმოდგენილია თუშეთში მოთელილი დეკორატიული ნაბდები და ხალხიც მას ნაბადს უწოდებდა, დასაკონკრეტებლად კი უთითებდა მსაზღვრელს - სახიანს, რომელიც ზუსტად აღნიშნავდა თვით საგანს.
ერთხელ შეცდომით გამოყენებულმა და ალბომის სათაურში გატანილმა ტერმინმა
მთლიანად შეცვალა მისი შინაარსი და თუ მანამდე თექა თუში მამაკაცის გარე სამოსი იყო, დღეს ის მატყლის მოთელვით მიღებული საფენებისა და სხვადასხვა ნივთის ზოგად სახელად იქცა (სამწუხაროდ, ის სხვადასხვა ავტორმა გაიმეორა კიდევაც). ასე აურია ერთმანეთში ერთხელ დაშვებულმა შეცდომამ მატყლის ნაწარმის აღმნიშვნელი ტერმინები, რაც აშკარად გამოსასწორებელია.
ზოგადი სურათი ასეთი იყო: გვქონდა მატყლის თელვით მიღებული ნაწარმის აღსანიშნად ზოგადი ტერმინი ნაბადი; თვით შინამრეწველობის ეს უძველესი დარგი მენაბდეობად მოიხსენიებოდა, ხოლო ამ დარგის მიმდევარი კი მენაბდე იყო. დღეს ტერმინები უგულებელყოფილია და სიტყვახმარებაში შემოვიდა სამწყემსო საწვიმარი ლაბადის აღმნიშვნელი სიტყვა თექა, ძველ ქართულში ღართი, რომელსაც დასავლეთ საქართველოში
(სამეგრელო, აფხაზეთი) გვაბანა, იგივე გვაბანაკი შეესატყვისება. თექა არ გამოხატავს თვით რეალიას. ეს კი გამოიწვია სათანადო დაწესებულებების მიერ უკრიტიკოდ მიღებული ალბომის დასათაურებამ.
წყაროები
აზიკური 1999 – ნანული აზიკური, თუშური ნაბადი, თბილისი.
ბატონიშვილი 1973 – ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა
საქართველოსა//ქართლის ცხოვრება, IV, თბილისი.
გოგიჩაიშვილი 1976 – ფილიპე გოგიჩაიშვილი, ხელოსნობა საქართველოში, თბილისი.
დეშერიევი 1953 – Юнус Дешериевич Дешериев, Бацбийский
язык., М.
ზაქარია ალ-კაზვინი 1975 – ზაქარია ალ-კაზვინი, ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. არაბულ ტექსტს შესავალი წაუმძღვარა, ქართული თარგმანი და შენიშვნები დაურთო ო. ცქიტიშვილმა, თბილისი.
მასალები 1983 - მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და
ხელოსნობის ისტორიისათვის. ტ. III, ნაწილი I, თბილისი.
მენთეშაშვილი 1943 – სტეფანე მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, თბილისი.
ორბელიანი 1965 – სულხან-საბა ორბელიანი, თხზულებანი, ტ. IV, თბილისი.
ორბელიანი 1966 – სულხან-საბა ორბელიანი, თხზულებანი, ტ. IV, თბილისი.
სოხაძე 1920 – აკაკი სოხაძე, ქართული კოსტიუმის ისტორიიდან (ნაბადი), ხელნაწერი.
ბეროზაშვილი 1981 – თამარ ბეროზაშვილი, მერი მესხიშვილი, ლამარა ნოზაძე, ქართლური დიალექტის ლექსიკონი, თბილისი.
ქეგლი 1986 – ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ერთტომეული, თბილისი.
ჩაჩაშვილი 1978 – გერცელ ჩაჩაშვილი, ქართული ნაბადი, ჟურ. „ძეგლის მეგობარი“, N48, თბილისი.
ცაგარელი 1972 – ნოდარ ცაგარელი, ქართული დეკორატიული თექა, თბილისი.
ცაგარელი 1982 – ნოდარ ცაგარელი, ქართული თექა, თბილისი.
ცოცანიძე 2018 – გიორგი ცოცანიძე, მეცხვარეობის ტერმინოლოგია, ტერმინოლოგიის საკითხები III, თბილისი.
ხელიმსკი 1910 – Григорий Герасимович Хелимский, О кустарной промышленности Закавказья, М.
ჯალაბაძე 1979 – გიორგი ჯალაბაძე, თექა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. IV, თბილისი.
ჯალაბაძე 1986 – გიორგი ჯალაბაძე, ქეჩა, ქართული საბჭოთა
ენციკლოპედია, ტ. X, თბილისი.