რამდენიმე ტერმინი ტაოს ქართულიდან

ავტორები

  • მაია კიკვაძე

საკვანძო სიტყვები:

დიალექტი, მეტყველება, ტერმინი, მნიშვნელობა, აღწერა, შედარება

ანოტაცია

თურქეთში მცხოვრებ ძირძველ თუ მუჰაჯირ ქართველთა შთამომავლების მეტყველების შესწავლას ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება, რაც დადასტურებულია ლინგვისტიკური კვლევებით.

ჭოროხის აუზის ქართული მოსახლეობის დღევანდელ მეტყველებაზე დაკვირვება და ანალიზი ადასტურებს იმას, რომ აქაურთა ცხოვრების წესი, ტრადიციები, საოჯახო თუ სამეურნეო საქმიანობა და მათი ამსახველი ლექსიკა ერთიანი ქართული კულტურულ-ისტორიული სივრცის განუყოფელი ნაწილია.

ჭოროხის აუზის „ქვეყნებიდან“ (იმერხევი, კლარჯეთი, შავშეთი, ტაო) განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ტაოს ქართული და მასში შენახული უძველესი სიტყვა-ფორმები,
ტერმინები. 

მესაქონლეობა, მიწათმოქმედება, მეფუტკრეობა, მეთევზეობა – ეს ის დარგებია, რომლებსაც ოდითგანვე მისდევდა (და დღესაც ასეა) ტაოს მექართულე სოფლების მოსახლეობა. 

დასახელებული დარგებიდან ჩვენს ყურადღებას იპყრობს რამდენიმე ტერმინი:

კოდი, კოდი გურგვალი – საფუტკრე სახლი, განსხვავდება ერთმანეთისაგან ფორმის
მიხედვით (ტერმინი კოდი ტაოში სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება, ერთი მნიშვნელობა კი მეფუტკრეობას უკავშირდება); 

ლაფერი / შეში კოვზი – თაფლის ამოსაღები/თაფლის ჩასაწური;
(მ)კედი – ძაფი (ანკესზე მიბმული ძაფი);
ფხაჲ – თევზის ძვალი;
კალტავარი – სათივე;
საყელო – ძროხის საბმელი;
მაჭა – გუთნის ტარი;
საფორჩხელი – ფოცხი;
საწური – ყველის გასაწური, დასაწური... სახილაჲ – თაფლის, სკის სახილავი დანა; გამოხილვა – ფუღუროდან თაფლის გამოტანა;

ჭოროხის აუზის მექართულე სოფლების მეტყველების შესწავლა გრძელდება. საინტერესოა ტაოს ქართველთა მეტყველებაში დადასტურებული ტერმინების აღწერა, შედარება ქართული ენის სამხრული და სხვა კილოების მასალასთან, რასაც მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ჩვენს მოხსენებაში. სწორედ ეს განაპირობებს ჩვენი კვლევის სიახლესა და აქტუალურობას. ამასთან, იგი ხელს შეუწყობს და გაამდიდრებს ქართული ენის სამხრული კილოების შესწავლის მიზნით ერთიანი სურათის შექმნას. 

 

ავტორის ბიოგრაფია

  • მაია კიკვაძე

    ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წყაროები

აბულაძე 1973 – ილია აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბილისი.

როსტიაშვილი 1978 – ნათელა როსტიაშვილი, ინგილოური ლექსიკონი, თბილისი.

სარჯველაძე 2001 – ძველი ქართული ენის სიტყვის კონა, თბილისი.

სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული:

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=8&t=31341

ტაო 2020, ბათუმი.

ფაღავა 2011 – მამია ფაღავა, „შავშეთი“, თბილისი.

ფუტკარაძე 1993 – შუშანა ფუტკარაძე, „ჩვენებურების ქართუ-ლი“, წიგნი I, ბათუმი.

„ქართლის ცხოვრება“, https://www.georoyal.ge/?MTID=5&TID=64&id=513

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, http://www.ena.ge/explanatory-online

ქართული ენის დიალექტური კორპუსი, http://www.corpora.co/#/dictionaries

ღლონტი 1984 – ალექსანდრე ღლონტი, ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა“, თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-01-17

როგორ უნდა ციტირება

რამდენიმე ტერმინი ტაოს ქართულიდან. (2022). ტერმინოლოგიის საკითხები, 5, 196-205. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/116