სართედები ფრანგულ ენაში

ავტორები

  • ციური ახვლედიანი

საკვანძო სიტყვები:

ტელესკოპია, ტელესკოპური ტერმინები, სიტყვაწარმოება, სიტყვათა კვეცა, ტელესკოპურ ერთეულთა ტიპოლოგია, ტელესკოპურ ტერმინთა თარგმანი

ანოტაცია

ნაშრომი ეძღვნება ტელესკოპური ტერმინების კვლევას. ტელესკოპია წარმოადგენს
ტერმინოლგიურ ერთეულთა წარმოქმნის ერთ-ერთ მოდელს. იგი განსხვავდება სხვა მსგავსი სიტყვამაწარმოებელი პროცესებისაგან: სიტყვათხზვისაგან და აბრევიაციისაგან. ასევე წარმოვადგენთ ტელესკოპურ ტერმინთა გაჩენის მიზეზებს ენაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტელესკოპურ ტერმინთა სტრუქტურულ და სემანტიკურ თავისებურებათა ანალიზს, წარმოვადგენთ მათ ტიპოლოგიას მორფოლოგიური, სემანტიკური და ფონოლოგიური კრიტერიუმების საფუძველზე. კვლევისას გამოვლინდა, რომ შესასწავლ ერთეულთა ყველაზე მეტად
ხშირი ტიპი აგებულია შემდეგი მოდელით – არასრული ტელესკოპური ტერმინები, რომლებიც
წარმოიქმნებიან პირველი ტერმინის შეკვეცილი ფუძისა და მეორე ტერმინის სრული ფუძის
შერწყმით და მათ სემანტიკურ პლანში დომინირებს მეორე კომპონენტი. ტელესკოპური ტერმინების შინაარსის გადმოცემისას, სირთულეს იწვევს მათი თარგმანის ძირითადი ხერხები: ტრანსკრიფცია ან ტრანსლიტერაცია, კალკირება, ადეკვატური შეცვლა, აღწერილობითი (განმარტებითი) თარგმანი.

კვლევის აქტუალურობა აიხსნება იმ ფაქტით, რომ ტელესკოპია წარმოადგენს ფრანგული ენის ტერმინოლოგიური ლექსიკის შევსების ერთ-ერთ პროდუქტიულ ხერხს და აქედან
გამომდინარე, ჩნდება აუცილებლობა, რომ სისტემატიზებულ იქნეს ტელესკოპურ ტერმინთა
წარმოქმნის მოდელები, განხილულ იქნეს მათი სტრუქტურული და სემანტიკური თავისებურებანი და შემოთავაზებულ იქნეს ამ ერთეულთა თარგმნის ხერხები.

ტელესკოპურ ტერმინთა ფართო გავრცელება, პირველ რიგში, აიხსნება ენის ზოგადი ტენდენციებით ენობრივ საშუალებათა ეკონომიისაკენ, ინფორმაციული ტევადობის შენარჩუნებით. ტელესკოპურ ტერმინებს აქვთ უნარი, რომ მოკლედ გადმოსცენ ახალ, რთულ ცნებათა და რეალიათა აზრები, რომლებიც წარმოიქმნება საზოგადოების ცხოვრების პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროებში ღრმა ცვლილებების შედეგად. 

სტრუქტურულ-სემანტიკურ თავისებურებათა წყალობით, ტელესკოპური ტერმინები აღწევენ ლინგვისტიკურ ეკონომიას იმ ახალი, რთული ცნებებისა და მოვლენების გადმოცემისას, რომლებიც წარმოიქმნება საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. 

ავტორის ბიოგრაფია

  • ციური ახვლედიანი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წყაროები

Clas 2017 – Clas A. Une matrice terminologique universelle, Paris.

https://hal.archives-ouvertes.fr/hal

https://www. persee.fr/doc/

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-01-17

როგორ უნდა ციტირება

სართედები ფრანგულ ენაში. (2022). ტერმინოლოგიის საკითხები, 5, 11-15. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/100