ქარტიის სტრუქტურისა და ტერმინოლოგიის თავისებურებანი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის მაგალითზე

ავტორები

  • ნინო ლაბარტყავა

საკვანძო სიტყვები:

ტერმინოლოგია, იურიდიული ტერმინოლოგია, ქარტია, ქარტიის ტერმინოლოგია

ანოტაცია

როგორც ნებისმიერ ტექსტს, ქარტიასაც აქვს შესავალი ნაწილი, რომელიც იურისპრუდენციაში გადმოცემულია ტერმინით – პრეამბულა. ნორმატიული კუთხით, მას ისეთივე დატვირთვა აქვს სამართალში, როგორიც პროლოგს ლიტერატურაში და უვერტიურას – ოპერასა თუ ბალეტში. პრეამბულაში, ანუ წინათქმაში, ჩამოყალიბებულია აქტის მიღების მიზეზები, მისი ძირითადი პრინციპები და მთავარი მიზნები. ქარტიისთვის დამახასიათებელია ტერმინოლოგიური თავისებურებანი, მაგალითისთვის, აღნიშნული ქარტია შედგება ნაწილებისგან და არა თავებისგან, მასში გვხვდება ტერმინი პუნქტი და არა ქვეპუნქტი. ქარტიაში გვხვდება სიტყვა “article” და არა “clause”, ვინაიდან პირველი წარმოადგენს სამართლებრივ, ხოლო მეორე – საკანონმდებლო ტერმინს. აღნიშნულ ქარტიაში ასევე მნიშვნელოვანია ისეთი ტერმინების გამოყოფა, როგორებიცაა: “by statute” და “by law”. ისინი მნიშვნელოვანია თავიანთი შინაარსიდან გამომდინარე, რომელთაგან პირველი ტერმინი წარმოადგენს კონტინენტური ევროპის ოჯახს, მეორე კი ანგლოამერიკული სამართლის ოჯახს. სწორედ ამ ორი სამართლის ოჯახის გავლენა განაპირობებს ზემოაღნიშნულ ტერმინებს შორის სხვაობას შინაარსობრივი თვალსაზრისით.

აღნიშნულ ქარტიაში მნიშნელოვანია გამოიყოს ისეთი ტერმინები, როგორებიცაა: “notion of ability”, “under their responsibility”, “local affairs”, “own affairs”, “counterparts”, “provisions”, რადგან ზეპირმეტყველებაში განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ. ასევე უნდა გამოიყოს შემდეგი ტერმინოლოგიური შესიტყვებები: “considering that”, “convinced that”, “aware that”, “asserting that”. ამ გამოთქმათა ხშირი გამოყენება იმით აიხსნება, რომ მათ ერთგვარი მაკავშირებელი ფუნქცია აქვთ და აზუსტებენ იმ აზრს, რომლის შესახებაც საუბარია წინადადებაში ან აბზაცში.

ქარტიაში, ისევე როგორც სხვა იურიდიულ ტექსტში, გვხვდება არქაიზმი, მაგალითად, ხშირად გამოიყენება ტერმინები: “hereto”, “thereto”, “whereof”, “insofar as”, ”shall”.

რაც შეეხება გრამატიკულ კონსტრუქციებს, სტრუქტურის “to be + infinitive with to“ ხშირი გამოყენება აიხსნება სამართლის ბუნებით, ვინაიდან იგი იძულების ან ვალდებულების გადმოსაცემად გამოიყენება, რაც სახასიათოა იურიდული ტექსტისთვის. ასევე, აღსანიშნავია ტერმინები “enter into force” და “become affective”, რომლებიც სინონიმურ ფრაზებს წარმოადგენს და ქართულ თარგმანში ორივე ერთნაირადაა გადმოღებული, თუმცა შეიძლებოდა განსხვავებული შესიტყვების მოძებნა მეტი მრავალფეროვნებისა და სიზუსტისთვის.

ავტორის ბიოგრაფია

  • ნინო ლაბარტყავა

    საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

წყაროები

Zoya Proshina – Theory of Translation, 3rd edition, Far Eastern University Press, 2008;

Gentzler, Edwin, Contemporary Translation Theories, 2nd ed. Revised. Multilingual Matters, 2001;

Andrew Chesterman, The Memes of Translation. The Spread of Idea in Translation Theory. Benjamins, 1997;

European Charter of Local Self-Government, Strasbourg, 15. X. 1985;

ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, სტრასბურგი, 15.X. 1985;

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-01-20

როგორ უნდა ციტირება

ქარტიის სტრუქტურისა და ტერმინოლოგიის თავისებურებანი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის მაგალითზე. (2020). ტერმინოლოგიის საკითხები, 4, 254-258. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/63