აკადემიურ სასწავლო და სამეცნიერო კვლევებში ზოგიერთი ტერმინის გამოყენების საკითხისათვის
საკვანძო სიტყვები:
უშიშროება, უსაფრთხოება, ტერმინოლოგია, ტექნიკური ტერმინი, სწავლის სფერო, კლასიფიკატორიანოტაცია
მოხსენებაში განხილული იქნება სასწავლო და სამეცნიერო კვლევებში გამოყენებული ზოგიერთი ტერმინის უმართებულოდ გამოყენების შემთხვევები. ქართულ ენაში ტერმინი
უსაფრთხოება ხელოვნურად დამკვიდრდა მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლებიდან, როდესაც დაიწყო ქართული ენის შევსება თარგმნილი ტექნიკური ტერმინებით. მაგ., ამ მიზნით გადმოაქართულეს რუსული ტერმინი Техника безопасности. „ბეზოპასნოსტის“ შესატყვისად დაამკვიდრეს ტერმინი უსაფრთხოება, შედეგად შესიტყვება Техника безопасности ითარგმნა, როგორც უსაფრთხოების ტექნიკა. განისაზღვრა მისი გამოყენების კონტექსტიც: ტექნიკური უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება და სხვ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე 1932 წელს კათედრას ეწოდა „უსაფრთხოების ტექნიკისა და საწარმოო სანიტარიის კათედრა“. უნდა აღინიშნოს, რომ იუნესკოს კვალიფიკაციების ჩარჩოსა
და სწავლის სფეროების 2011 წელს გადმოქართულებულ კლასიფიკატორში ტექნიკური საქმიანობის შინაარსის შესაბამის კონტექსტში ტერმინი უსაფრთხოება მართებულად არის გამოყენებული, მაგ., კოდი: 0712.3.1 შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, 0712 გარემოს დაცვის ტექნოლოგია; 1022.1.1 პროფესიული უსაფრთხოება; 103 უსაფრთხოების
უზრუნველყოფის მომსახურებები. მაგრამ ეს ტექნიკური ტერმინი სასწავლო სფეროს შინაარსობრივი კონტექსტის გაუთვალისწინებლად ჩასმულია სოციალური მეცნიერებების სფეროშიც, სადაც, ინგლისური დედნისაგან განსხვავებით, დამატებულია სპეციალობა ამ სახელწოდებით „0312.2.2 უსაფრთხოების კვლევები Security Studies“, ანუ ჩასმულია სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების სფეროში (03), რომლის შესწავლის საგანია არა ტექნიკური საქმიანობის სფერო, არამედ მმართველობა, პოლიტიკური პრინციპები და პრაქტიკა. მოცემულ შემთხვევაში უნდა გამოყენებულიყო არა ტექნიკური, არამედ ქართული ენისათვის ტრადიციული, სოციალურ-პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ტერმინი, შინაარსობრივად და კონტექსტურად მართებული, ძირძველი ქართული სამეცნიერო ტერმინი უშიშროება. შესაბამისად, უნდა ეწეროს „0312.2.2 უშიშროების კვლევები“. ეს სერიოზული შეცდომა ხშირად აბსურდულ ვითარებას ქმნის სოციალური მეცნიერებების შემსწავლელ სასწავლო სტრუქტურაში. ამ სფეროებაღრეული სახელწოდების გამო ზოგჯერ იწვევენ ადამიანებს, რომელთაც მინიჭებული
აქვთ, მაგ., აკადემიური ხარისხი „პროფესიული უსაფრთხოების დოქტორი“ (1022.1.1), ანუ რომელთა კვლევის საგანია ტექნიკური ტერმინით, უსაფრთხოებით, აღნიშნული სფერო, კერძოდ,
სამუშაო გარემოს კომფორტული პირობებით უზრუნველყოფა; შრომის ჰიგიენის, საწარმოო
სანიტარიის, სახანძრო, ფეთქებად-, რადიაციულ- და ელექტროუსაფრთხოების საკანონმდებლო და უფლებრივი აქტები და სხვ. ორივე ტერმინის ანალიზი მოწმობს, რომ ტერმინ უშიშროების შინაარსი და მისი გამოყენების სფეროები (ჰუმანიტარული მეცნიერებები – კოდი 02;
სოციალური მეცნიერებები – კოდი 03 და სხვ.) არსობრივადაა განსხვავებული ტერმინ უსაფრთხოების შინაარსისა და გამოყენების სფეროებისაგან (ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები – კოდი 06; ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა – კოდი 07; ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა - კოდი 09; მომსახურებები – კოდი 10 და სხვ.). ამასთან, ცალ-ცალკე თითოეული მათგანის შინაარსი და გამოყენების სფეროები იმდენად ფართო და მრავალფეროვანია,
რომ მათი ხელოვნურად ერთი რომელიმე ტერმინის სახელწოდებაში, მაგალითად, უსაფრთხოებაში გაერთიანება, როგორც კლასიფიკატორშია, არ არის მიზანშეწონილი, რადგანაც იწვევს საქმიანობის სფეროების, მათი სპეციფიკის აღრევასა თუ სხვა გაუგებრობებს.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 ტერმინოლოგიის საკითხები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
