ქართული მათემატიკური ტერმინოლოგიის ზოგი საკითხისათვის

ავტორები

  • ციცინო გაბესკირია

საკვანძო სიტყვები:

მათემატიკური ტერმინოლოგია, სინტაგმა, ეპონიმები, ორთოგრაფია, ტერმინთშემოქმედება

ანოტაცია

როგორც ცნობილია, ქართულ მათემატიკურ ტერმინოლოგიას მდიდარი ტრადიცია აქვს. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში ისეთმა დიდმა მეცნიერებმა, როგორებიც იყვნენ: ნ. მუსხელიშვილი, გ. ნიკოლაძე, ა. რაზმაძე, ა. ხარაძე, დიდი წვლილი შეიტანეს მათემატიკური ტერმინოლოგიის განვითარებაში. მათ მიერ არის შექმნილი ისეთი მათემატიკური ტერმინები, როგორებიცაა, მაგალითად: განტოლება, ტოლობა, უტოლობა, ალბათობა, ტოლფერდა, მრუდი და სხვ.

თანამედროვე ეპოქაში, როცა მეცნიერების ყველა დარგი ვითარდება, იქმნება ახალი ტერმინები, განსაკუთრებით გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების დარგში, რაც თავისთავად მოითხოვს ტერმინოლოგიის დახვეწასა და საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებას. ეს პროცესი უნდა ემყარებოდეს როგორც უცხო, ისე ქართული ენის საფუძვლებს.

ტერმინოლოგიის სრული უნიფიცირება შეუძლებელია. ენაში ყოველთვის რჩება გარკვეული სიჭრელე. ამიტომ სასურველია დადგინდეს ის კანონზომიერება, რაც განაპირობებს ქართულ ტერმინთა ნაირგვარობას და ეს შეიძლება მიღწეული იქნეს მხოლოდ ენათმეცნიერთა და მათემატიკოსთა ერთიანი ძალისხმევით.

ავტორის ბიოგრაფია

  • ციცინო გაბესკირია

    თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი

წყაროები

Orthographic dictionary of foreign names. Georgian soviet encyclopedia. Tbilisi, 1989.

Ts. Gabeskiria. English-Georgian mathematical dictionary. Tbilisi, TSU publishing house, 1983.

A.J. Lohwater. Russian-English Dictionary of the Mathematical Sciences. Providence, Rhode Island.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-01-17

როგორ უნდა ციტირება

ქართული მათემატიკური ტერმინოლოგიის ზოგი საკითხისათვის. (2024). ტერმინოლოგიის საკითხები, 6, 12-18. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/79