ტერმინოლოგიურ სისტემათა რეგულირების თავისებურებანი საფრანგეთში

ავტორები

  • ციური ახვლედიანი
  • მარია ბურჩაკ-აბრამოვიჩი

საკვანძო სიტყვები:

საფრანგეთის ენობრივი პოლიტიკა, ფრანგული აკადემია, ფრანგული ტერმინები, ნეოლოგიზმები, ნასესხობანი

ანოტაცია

ჩვენს ნაშრომში განიხილება თანამედროვე ტერმინოლოგიურ სისტემათა მართვის მექანიზმის ორგანიზაციულ-სამართლებლივი და ლინგვისტური თავისებურებანი საფრანგეთში. ასევე გაანალიზებულია კომისიის ნორმატიული დოკუმენტაცია ფრანგული ენის გამდიდრების მიხედვით და ასევე – ფაქტობრივი მასალა – დაფიქსირებულ ტერმინთა დამტკიცებული
სიები. მჟღავნდება ის მოთხოვნები, რომლებიც წარდგენილია ფრანგული ტერმინებისა და მათ
დეფინიციათა მიმართ. მოყვანილია ამა თუ იმ მოთხოვნათა შესრულების ნიმუშები. მიღებული შედეგები, შეიძლება, გამოყენებულ იქნეს ნასესხობათა, ტერმინწარმოქმნათა, ნეოლოგიზმთა შექმნის მექანიზმების შემდგომი შესწავლისათვის ფრანგულ ენაში. 

საფრანგეთში სერიოზული ყურადღება ეთმობა ტერმინთა ნორმალიზაციასა და რეგლამენტირებას. ეს საკითხი ასევე უკავშირდება სახელმწიფოს „პუნქტუალურ“ დამოკიდებულებას ფრანგული ენისადმი. მთელ მსოფლიოშია ცნობილი ფრანგული აკადემია (Académie
française). ის შედის საფრანგეთის ინსტიტუტის შემადგენლობაში (Institut de France) და არის სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც შეისწავლის ფრანგული ენის სხვადასხვა ასპექტს, ასევე
არეგულირებს ენობრივ და ლიტერატურულ ნორმებს. აკადემიის მოღვაწეობა ვრცელდება
ფრანგულ ტერმინთა შემუშავების სხვადასხვა ეტაპზე, ფრანგული ენის გამდიდრების კომისიის მუდმივი წევრობის ჩარჩოებში (Commission d’enrichissement de la langue française), ასევე იმართება იმ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელთა კრებები, რომლებიც ხელს უწყობენ
ფრანგული ენის გავრცელებას (კერძოდ – სპეციალური ლექსიკისა, ტერმინთა შექმნის საშუალებით), ნეოლოგიზმების შექმნას, ასევე ნაციონალური ენის გამოყენებას ეკონომიკურ, იურიდიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ სფეროებში. მაგალითის სახით მოვიყვანთ ეკონომიკური
ტერმინის bas de la pyramide სალექსიკონო სტატიას (პირამიდის ფსკერი), 7 დეკემბერი, 2018 წ.:  bas de la pyramide Abréviation : BDP. Domaine : Économie et gestion d’entreprise. Définition : Segment de la clientèle potentielle disposant des revenus les plus faibles. Note: Intéressant jusqu’alors faiblement
le marché, le bas de la pyramide fait désormais l’objet d’offres commerciales spécifiques. Équivalent étranger : bottom of the pyramid (BOP).

ავტორის ბიოგრაფიები

  • ციური ახვლედიანი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მარია ბურჩაკ-აბრამოვიჩი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წყაროები

Académie française. URL: http://www.academie-francaise.fr/

Association européenne de terminologie. URL: www.eaftaet.net

Depecker L. 2002 - Entre signe et concept. Éléments de terminologie

générale. Paris.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-01-17

როგორ უნდა ციტირება

ტერმინოლოგიურ სისტემათა რეგულირების თავისებურებანი საფრანგეთში. (2024). ტერმინოლოგიის საკითხები, 6, 5-11. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/78