სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონაში“ დადასტურებული ზოგიერთი ბოტანიკური ტერმინის რაობისათვის

ავტორები

  • ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანი

საკვანძო სიტყვები:

ტერმინოლოგია, ბოტანიკის ტერმინოლოგია, სულხან-საბა ორბელიანი, „სიტყვის კონა“

ანოტაცია

სულხან საბა ორბელიანის „სიტყვის კონაში“ საყურადღებოა მცენარეთა ნაყოფის აღმნიშვნელი ზოგადი მნიშვნელობის სახელები და მათი დეფინიცია, შდრ.: „ხილი ეწოდების წალკოტთა მყოფთა ხილთა ხეზე სხმულთა, ქერქ–რბილთა, ვითარცა ვაშლთა. ბროწეულთა, ყურძენთა, ლიმოთა და მისთანათა; ხოლო ხული – ქერქ-მაგართა, ვითარცა ნუშთა, ნიგოზთა, წაბლთა, ნაჟვთა და მისთანათა; ხოლო ხმილი – ბალახთა ზედა მობმულთა, ვითარცა ნესვთა, მელსაპეპონთა, მარწყვთა, კიტრთა და მისთანათა; ხოლო ხიჩატელი – ველურთა ტყეთა შიგან უმუშაკოდ მოსულთა ხის ნაყოფთა“.

წარმოდგენილ სახელთა ერთი ნაწილის ტერმინებად დამკვიდრება დღესაც მნიშვნელოვანია (მაგ. ხიჩატელი (<ხილმჩატელი) - „ყოველი ხილი ველური“ (საბა, 1993).

დასაზუსტებელია ზოგიერთი ბოტანიკური ტერმინის რაობა სათანადო მცენარის ბიოლოგიურ მახასათებლებთან მიმართების კუთხით (კაკრა, კენკრა, ნაჟვი).

ავტორის ბიოგრაფია

  • ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანი

    თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

წყაროები

აბულაძე 1973 – ილია აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბილისი.

ბაგრატიონი 1986 – იოანე ბაგრატიონი, საბუნებისმეტყველო განმარტებითი ლექსიკონი, თბილისი.

ბიბლ. ლექს. 2009 – ბიბლიის ლექსიკონი, (მასალები), ტ. II, თბილისი.

გიგინეიშვილი 2016 – ბაქარ გიგინეიშვილი, ქართული ენის ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონი, თბილისი.

ერისთავი 1884 – რაფიელ ერისთავი, ქართულ-რუსულ-ლათინური ლექსიკონი: მცენარეთა, ცხოველთა და ლითონთა სამეფოებებიდგან, თბილისი.

თოფჩიშვილი 2010 – როლანდ თოფჩიშვილი, საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია, თბილისი.

ლაჩაშვილი 1977 – იოსებ ლაჩაშვილი, მოკლე ბიოლოგიური ლექსიკონი, თბილისი.

მაყაშვილი 1961 – ალექსანდრე მაყაშვილი ბოტანიკური ლექსიკონი, თბილისი.

საბა 1991; 1993 – სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, თბილისი.

სარჯველაძე 2001 – ზურაბ სარჯველაძე, ძველი ქართული ენის სიტყვის კონა, თბილისი.

ფეიქრიშვილი 1992 – ჟუჟუნა ფეიქრიშვილი, მესხური დიალექტის სალექსიკონო მასალა, ქუთაისი.

ქართ. დიალ. 1961 – ივანე გიგინეიშვილი, ვარლამ თოფურია, ი. ქავთარაძე, ქართული დიალექტოლოგია, I, ახალი ქართული ენის

კათედრის შრომები, 3, თბილისი.

ქეგლ 1955 – ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, IV, თბილისი.

ქეგლ 1964 – ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, VIII, თბილისი.

ქეგლ 1986 – ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ერთტომეული, თბილისი.

ქსე 1980 – ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბილისი.

ღლონტი 1984 – ალექსანდრე ღლონტი, ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა, თბილისი.

ჩიქობავა 1938 – არნოლდ ჩიქობავა, ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი, თბილისი.

ჩუბინაშვილი 1961 – ნიკო ჩუბინაშვილი, ქართული ლექსიკონი, თბილისი.

ჩუბინაშვილის 1973 – ნიკო ჩუბინაშვილი, რუსულ-ქართული ლექსიკონი, II;

ჩუბინაშვილი 1984 – დავით ჩუბინაშვილი, ქართულ-რუსული ლექსიკონი, მეორე გამოცემა, თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-01-20

როგორ უნდა ციტირება

სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონაში“ დადასტურებული ზოგიერთი ბოტანიკური ტერმინის რაობისათვის. (2020). ტერმინოლოგიის საკითხები, 4, 367-378. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/74