ტერმინოლოგიური პრობლემები ქართულ თარგმანში

ავტორები

  • თამარ სუხიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ტერმინოლოგია, თარგმანი, ლექსიკური ნასესხობები, ნასესხები ტერმინები

ანოტაცია

მოხსენება ეხება იმ ტერმინოლოგიურ პრობლემებს, რომლებიც ქართულ სალიტერატურო ენაში ლექსიკური ნასესხობების შემოტანის დროს იჩენს თავს, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ წარმოჩნდება მხატვრული ტექსტის თარგმნის პროცესში. განხილულია შემდეგი შემთხვევები:

  1. ნასესხები ტერმინები ენაში შემოდის ზეპირი გზით.

სათანადო ტერმინოლოგიური ბაზის არსებობის მიუხედავად, რეკომენდებული ტერმინები ვერ იმკვიდრებენ თავს ენაში და მხოლოდ სალექსიკონო ფაქტებად რჩებიან. მათ ადგილს კი სასაუბრო ენაში ნასესხები სიტყვები (ხშირ შემთვევაში ბარბარიზმები) იკავებენ. ამის თვალსაჩინო მაგალითია ნასესხები ტექნიკური ტერმინების, მათ შორის, მანქანის ნაწილების რუსული სახელწოდებების (პერედოკ-ი, სცეპლენიე და ა.შ.) ფართო გამოყენება ქართულ სასაუბრო ენაში.

  1. ნასესხები სიტყვები ენაში შემოდის ოფიციალური წერილობითი დოკუმენტაციის საფუძველზე.

ქართულში ამ სიტყვათა სესხების აუცილებლობა არ არის, რადგან ენაში უკვე არსებობს სათანადო ცნებების აღმნიშვნელი სიტყვები. მაგრამ ოფიციალურ წერილობით დოკუმენტაციაში თანდათანობით მაინც მკვიდრდება უცხოური ნასესხობები და შეინიშნება მათ გატერმინების მზარდი ტენდენციაც. ამასთან, ისინი სასაუბრო ენაშიც იჭრებიან (მაგ.: აფილიაცია (affiliation), ფასილიტაცია (facilitation) და ა.შ.), თუმცა მათ სპეციფიკური შინაარსი არ გააჩნიათ. ამ სიტყვათა გატერმინებას ქართულში ხელს უწყობს მათი დიდი ნაწილის ლათინური წარმოშობაც.

  1. ახალი ცნებების გაჩენა ქმნის ახალი ტერმინების არსებობის საჭიროებას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ არის გათვალისწინებული უკვე არსებული ტერმინოლოგიური ბაზა.

ა) ზოგჯერ ხდება უკვე არსებული ტერმინის ხელმეორედ სესხება. ამის მაგალითია ინგლისური ნასესხები სიტყვის - რეინჯერის (ranger) შემთხვევა. ქართული ამ სიტყვას სესხულობს თავდაპირველად, როგორც სამხედრო ტერმინს, შემდგომ კი ხელმეორედ სესხულობს მეორე მნიშვნელობით არსებული მე-ტყე-(ვ)-ე /ტყის-მცველ-ის ნაცვლად.

ბ) ახალ ცნებათა აღმნიშვნელი ტერმინები იჭრება უკვე დამკვიდრებულ ტერმინოლოგიურ სისტემაში და არღვევს ტერმინთწარმოების არსებულ ყალიბს. ამის მაგალითია ქართულ სპორტულ ტერმინოლოგიაში, ბურთით თამაშების სახელდების სისტემაში, უცხოური ნასესხობების (ბეისბოლი, სოფტბოლი და სხვ.) შემოსვლის ფაქტი.

ავტორის ბიოგრაფია

  • თამარ სუხიშვილი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

წყაროები

დოქტოროუ 2016 – ედგარ ლორენს დოქტოროუ, რეგტაიმი (რომანი), თბილისი.

ენციკლოპედია 2006 – სპორტის ენციკლოპედია, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ე. ბერიშვილი, თბილისი.

იგანი 2018 – ჯენიფერ იგანი, დაუნდობელი არამზადების სტუმრობა (რომანი), თბილისი.

ლექსიკონი I 1995, VI 1997 – ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თბილისი.

სუხიშვილი 2016 – თამარ სუხიშვილი, უცხო ენიდან შემოსული ერთი ხელობის სახელის შესახებ ქართულში: ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, წიგნი XVI, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თბილისი.

ტექნიკური ტერმინოლოგია 1977 – ტექნიკური ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული ნაწილი), რ. დვალისა და რ. ღამბაშიძის რედაქციით, თბილისი.

ტექნ. ლექს. – ტექნიკური ლექსიკონი, ტექნიკური ტერმინოლოგიის ინგლისურ-ქართული ელექტრონული ლექსიკონი: www.techdict.ge

უოლში 2017 – A.S. Walsh, Translating False and Fickle Anglicisms in Modern Spanish, EPiC Series in Language and Linguistics, Volume 2.

ღამბაშიძე 1972 – როგნედა ღამბაშიძე, ტერმინოლოგიური მუშაობა საქართველოში, ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, წიგნი I, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თბილისი.

ღამბაშიძე 1993 – როგნედა ღამბაშიძე, ანალიტიკურ ტერმინთა სტრუქტურულ-სემანტიკური თავისებურებანი, ქართული სიტყვის

კულტურის საკითხები, წიგნი X, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თბილისი.

ინტერნეტრესურსები:

www.emc.org.ge – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის კვლევა.

www.netgazeti.ge – 27.01.2017.

www.mes.gov.ge – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო: სკოლამდელი სექტორის მხარდაჭერა.

www.ei-lat.ge – „ევროპული ინიციატივა – ლიბერალული აკადემია თბილისი“.

www.nplg.gov.ge/gwdict – სამოქალაქო განათლების ონლაინლექსიკონი.

https://barbarisms.ge – ბარბარიზმების ონლაინლექსიკონი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-01-20

როგორ უნდა ციტირება

ტერმინოლოგიური პრობლემები ქართულ თარგმანში. (2020). ტერმინოლოგიის საკითხები, 4, 314-322. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/70