დიალექტურ ტერმინთა მომზადება ქართული ტერმინთბანკისათვის
საკვანძო სიტყვები:
დიალექტური ლექსიკა, ტერმინთსაცავი, ტერმინთბანკი, ტერმინდიალექტიანოტაცია
დიალექტური ლექსიკა ტერმინოლოგიური სისტემის ბაზისს წარმოადგენს. სატერმინოლოგიო მუშაობის პროცესი გულისხმობს ენობრივი საშუალების მაქსიმალურად გამოყენებას, ანუ საკუთრივ ენაში არსებულ სიტყვაწარმოებას თუ კომპოზიციას, რომელიც სიტყვის გატერმინების ძირითადი საშუალებაა. მაწარმოებლებში, ანუ მატერმინებელსაშუალებებში, დიდია აფიქსთა დანიშნულება, რომელთა ფუნქციები სცილდება სალიტერატურო ენაში არსებულ მნიშვნელობებს. ეს გულისხმობს, რომ აფიქსები ტერმინელემენტებად იქცევა და ცალკეულ სემანტიკურ ჯგუფებს ქმნის.
გარდა ამ ენობრივი საშუალებებისა, არაერთხელ აღნიშნულა დიალექტური ლექსიკის დიდი პოტენციალი ტერმინთქმნადობის პროცესში. განსაკუთრებით ეს აუცილებლობა მაშინ იჩენს თავს, როდესაც ენაში უცხო ტერმინის შემოტანაა საჭირო. ბუნებრივია, ამ დროს, უპირველესად, ხელოვნური ტერმინების წარმოების დასაძლევად ენა სწორედ დიალექტურ ლექსიკას მიმართავს.
ტერმინოლოგები ყოველთვის დიდ მნშვნელობას ანიჭებდნენ დიალექტურ ლექსიკას და ამიტომაცაა, რომ მრავალ სამეცნიერო დარგში დამკვიდრდა არაერთი ტერმინდიალექტი.
დღეს უცხო სიტყვათა სწრაფი შემოდინების პროცესს სწორედ დიალექტური ლექსიკა უნდა დაუპირისპირდეს, რა თქმა უნდა, სხვა ენობრივ საშუალებებთან ერთად.
სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებაში, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, ქართული ტერმინების შესაქმნელად შეიქმნა პროგრამა, რომელიც გააერთიანებს ყველა ტერმინოლოგიურ რესურსს და, ბუნებრივია, სწორედ დიალექტურ ტერმინთა სისტემა იქნება ერთ-ერთი ძირითადი არტერია სატერმინოლოგიო საქმიანობისა.
ტერმინთბანკში შევა ქართული ენის დიალექტური ლექსიკიდან ამოკრებილი ტერმინები. მასალა განთავსდება დიალექტების მიხედვით დარგებად და ქვედარგებად. მაგალითად, დიალექტების მიხედვით: ქართლური, იმერული, გურული, რაჭული...; დარგებად: სოფლის მეურნეობა, სამშენებლო, ტექნიკური, სამედიცინო...; ქვედარგებად: მესაქონლეობა, მევენახეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა...; გამოიყოფა ასევე თემატური ჯგუფები: წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, ჭურჭელი, ავეჯი, შენობა-ნაგებობები...
ქართულ ტერმინთბანკში საძიებო სისტემის საშუალებით შესაძლებელი იქნება კონკრეტული ტერმინის მოძიება ყველა დიალექტის მიხედვით, რაც საშუალებას მოგვცემს, თვალი მივადევნოთ მათს სემანტიკას.
წყაროები
ბერიძე 1912 – ვუკოლ ბერიძე, სიტყვის კონა იმერულ და რაჭულ თქმათა, პეტერბურგი.
გურული 2006 – გრიგოლ იმნაიშვილი, გურული დიალექტი, თბილისი, იხ. https://www.ice.ge/liv/liv/guru.php.
დათეშიძე, მუზაშვილი, ოსაძე 2018 – ნინო დათეშიძე, ნათელა მუზაშვილი, მარინე ოსაძე, დიალექტური მასალა - ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის წყარო, ტერმინოლოგიის საკითხები, III, თბილისი, იხ. http://termbank.ge/wp-content/uploads/2018/11/ krebuli_III.pdf.
მაყაშვილი 1961 – ალექსანდრე მაყაშვილი, ბოტანიკური ლექსიკონი, თბილისი.
ნიკოლაიშვილი 1989 – ელენე ნიკოლაიშვილი, მესაქონლეობასთან დაკავშირებული ლექსიკა გურულში, დიალექტოლოგიური კრებული, თბილისი.
რაჭული 1987 – რაჭული დიალექტის ლექსიკონი, შემდგენელი ალექსანდრე კობახიძე, თბილისი, იხ. https://www.ice.ge/liv/liv/ guru.php.
სალარიძე 1988 – თამარ სალარიძე, ალგეთის ხეობის ქართლური, თბილისი.
ტექნიკური ტერმინოლოგია 1977 - ტექნიკური ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული), თბილისი.
ქართლური დიალექტის ლექსიკონი 1981 – ქართლური დიალექტის ლექსიკონი, შემდგენლები: თამარ ბეროზაშვილი, მერი მესხიშვილი, ლამარა ნოზაძე, თბილისი.
ქართული ტერმინთსაცავი 2018 – ლია ქაროსანიძე, ირაკლი უჯმაჯურიძე, ემზარ ჯგერენაია, ქართული ტერმინთსაცავი (ელექტრონული რესურსები ტერმინოლოგიური კორპუსისათვის), ტერმინოლოგიის საკითხები, III, თბილისი, http://termbank.ge/wp-content/ uploads/ 2018/11/krebuli_III.pdf.
ღამბაშიძე 1988 – როგნედა ღამბაშიძე, ქართული ენის ინგილოური ლექსიკონი, თბილისი.
ღლონტი 1983 – ალექსანდრე ღლონტი, ქართული ლექსიკოგრაფიის საკითხები, თბილისი.
შატბერაშვილი 1975 - გიორგი შატბერაშვილი, თვალადური ქართულის ჭაშნიკი, თხზულებანი: 4 ტომად, თბილისი, იხ. http://www. nplg.gov.ge
ცოცანიძე 2018 – გიორგი ცოცანიძე, მეცხვარეობის ტერმინოლოგია, ტერმინოლოგიის საკითხები, III, თბილისი, იხ. http://termbank.ge/ 2018/11/krebuli_III.pdf.