ტერმინები უშიშროება და უსაფრთხოება და მათი გამოყენების წესი
საკვანძო სიტყვები:
უშიშროება, უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაანოტაცია
ერთი შეხედვით, აბსოლუტურ სინონიმებად შეიძლება მოგვეჩვენოს უშიშროება და უსაფრთხოება, ისე, როგორც სიტყვები: მოსწავლე და მოწაფე, ავადმყოფი და სნეული, ლამაზი და მომხიბლავი. ცნობილია, რომ არ არსებობს სრულად იდენტური, ერთი და იმავე შინაარსის შემცველი სინონიმები ფონეტიკური მახასიათებლებით, ეტიმოლოგიით, ორთოგრაფიითა და გამოყენების სპეციფიკურობით. ისინი მხოლოდ ზოგ შემთხვევაში შეიძლება ჩანაცვლდნენ, ზოგიერთი სინონიმური წყვილი კი შინაარსობრივად საერთოდ ვერ ჩაენაცვლება ერთმანეთს. ასეთ სინონიმურ წყებათა რიგს განეკუთვნება ტერმინები უშიშროება და უსაფრთხოება. მაგალითად, „უშიშროების საბჭო“ და არა „უსაფრთხოების საბჭო“, „შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა“ და არა „შრომის უშიშროების წესების დაცვა“.
სამწუხაროდ, ბოლო 10-15 წელია, ძირძველი ქართული სიტყვა უშიშროება თვითნებურად გამოცხადდა არასასურველ ტერმინად, პრაქტიკულად, ამოაგდეს ხმარებიდან და ჩაანაცვლეს შინაარსობრივად განსხვავებული ტერმინით უსაფრთხოება (მაგალითად „ეროვნული უშიშროება“ შეცვალეს „ეროვნული უსაფრთხოებით“) მაშინ, როდესაც უსაფრთხოებაში მოიაზრება სხვა შინაარსი, სხვა კონტექსტი, მაგალითად, „შრომის უსაფრთხოება“, „უსაფრთხოების ღვედები“ და სხვ. სამწუხაროდ, დღეს უკვე ორი სხვადასხვა შინაარსის გამოსახატავად იყენებენ ერთსა და იმავე ტერმინ უსაფრთხოებას.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ V-XIX საუკუნეების ქართულ საისტორიო წყაროებში, სასულიერო მწერლობასა და მხატვრულ ლიტერატურაში, ასევე ჩვენს პოლიტიკურ, სამხედრო და საზოგადო მოღვაწეთა ნაწერებში გამოყენებულია მხოლოდ ტერმინი უშიშროება (უშიშობა) შესაბამისი შინაარსობრივი კონტექსტით, ხოლო ტერმინი უსაფრთხოება, რომელსაც სულ სხვა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს, ჩვენ მიერ მოძიებულ წყაროებში დადასტურებული არ არის.
წყაროები
აბულაძე 1973 – ილია აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, „მეცნიერება“, თბილისი.
ბატონიშვილი 1973 – ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა. „ქართლის ცხოვრება“. ტექსტი დადგენილია ყველა
ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. IV, „საბჭოთა საქართველო“, თბილისი.
დოდაშვილი 1832 – სოლომონ დოდაშვილი, წერილი ტფილისიდან პეტერბურგს ძმისადმი, ჟურნ. "სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი", №2.
ევსტ. 1987 – ქართული მწერლობა, ტ. 1, (V-X საუკუნეთა მწერლობა), რედ.: რ. სირაძე, „ნაკადული“, თბილისი.
ვისრამიანი 1962 – ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთეს ალ. გვახარიამ და მ. თოდუამ. რედ.: გ. წერეთელი, გამომც. და სტ., სსსრ მეცნიერებათა აკადემია, აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტი, თბილისი.
ილია1 1984 – ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი, შეადგინა მ. ლებანიძემ (მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა; ტ. 63. სერია I), „საბჭოთა საქართველო“, თბილისი.
ილია2 1941 – ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი, პავლე ინგოროყვას რედაქციით, ტ. 2.
კანონი 1996 – საქართველოს კანონი ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ, 1996 წლის 24 იანვარი.
კონსტიტუცია 2014 - საქართველოს კონსტიტუცია (2014 წლის 15 მაისის მდგომარეობით), „უნივერსალი“, თბილისი.
კუპრაშვილი 2007 – ჰენრი კუპრაშვილი, ეროვნული უსაფრთხოება თუ ეროვნული უშიშროება? (ქართულ ენაში ტერმინ „ეროვნული უშიშროების“ გამოყენების შესახებ), საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია: ორი წლის გამოცდილება, 11–12 ივლისი, თბილისი.
კუპრაშვილი 2010 – ჰენრი კუპრაშვილი, საქართველოს ინფორმაციული უშიშროების უზრუნველყოფის რამდენიმე ასპექტი, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიძღვნილი აკად. ივერი ფრანგიშვილის დაბადების 80 წლისთავისადმი „საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიები, მოდელირება, მართვა", მოხსენებათა თეზისები, თბილისი.
კუპრაშვილი 2012 – ჰენრი კუპრაშვილი, ტერმინები უშიშროება (security) და უსაფრთხოება (safety) და მათი გამოყენების ზოგიერთი ასპექტი, ჟურნ. „მკვლევარი“.
კუპრაშვილი 1 2004 - ჰენრი კუპრაშვილი, ეროვნული უშიშროება: პრობლემური სიტუაცია და კრიტერიუმები (საქართველოს ეროვნული უშიშროების კვლევის თეორიულ-მეთოდოლოგიური ასპექტები); პროფ. ო. გოგიაშვილის რედაქციით, თსუ გამომცემლობა, თბილისი.
კუპრაშვილი 2 2004 – ჰენრი კუპრაშვილი, ეროვნული უშიშროების ცნების შინაარსი, პრობლემური სიტუაციის დახასიათება, საისტორიო ვერტიკალები, №6.
კუპრაშვილი 3 2004 – ჰენრი კუპრაშვილი, ეროვნული უშიშროების
უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ასპექტი, გაზ. „24 საათი", № 254.
კუპრაშვილი 4 2004 – ჰენრი კუპრაშვილი, ენის გენოციდი?! გაზ.
"ხვალინდელი დღე", №200.
კუპრაშვილი 5 2004 – ჰენრი კუპრაშვილი, იყო ორი, გახდა ერთი! გაზ. „სამხედრო - 24 საათი", №20.
კუპრაშვილი 6 2004 – ჰენრი კუპრაშვილი, „მეფემ არ იცის, თორემ...", გაზ. „24 საათი", №142.
კუპრაშვილი 7 2004 – ჰენრი კუპრაშვილი, ეროვნული უშიშროება თუ ეროვნული უსაფრთხოება? გაზ. "რეზონანსი", №132.
კუპრაშვილი 1 2011 – ჰენრი კუპრაშვილი, ეროვნული უშიშროება (security) თუ ეროვნული უსაფრთხოება (safety)? ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი", http://www.ghn.ge/news-35066.html.
კუპრაშვილი 2 2011 – ჰენრი კუპრაშვილი, „ტერმინები უშიშროება (security) და უსაფრთხოება (safety) და მათი გამოყენების საკითხი“, საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია „მართვის ავტომატიზებული სისტემები და თანამედროვე საინფორმაციო
ტექნოლოგიები“, თბილისი.
კუპრაშვილი 3 2011 – ჰენრი კუპრაშვილი, „ტერმინები უშიშროება (security) თუ უსაფრთხოება (safety) და მათი გამოყენების საკითხი“,
ჟურნ. „პარალელი“, №2.
საბა 1993 - სულხან–საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ტომი მეორე, „მერანი“, თბილისი.
ქართ. ცხოვ. 1955 - ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, „სახელგამი“, თბილისი.
ქეგლ 1986 - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, სარედაქციო კოლეგია: არნ. ჩიქობავა (მთ. რედაქტორი), ირ. აბაშიძე, რ. მეტრეველი, შ. ძიძიგური, მ.ჭაბაშვილი., საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი.
შუბითიძე 2003 – ვაჟა შუბითიძე, ნიკო ნიკოლაძე – ოცდამეერთე საუკუნის მოაზროვნე, ნიკოლაძე ნიკო – 160. საიუბილეო კრებული, „ნეკერი“,თბილისი.
შუშ. წამ. 1983 – იაკობ ცურტაველი, შუშანიკის წამება, შემდგ. და რედ.: ო. ეგაძე, „ხელოვნება“, თბილისი.
წერილი 2013 – პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ირინა იმერლიშვილს ღია წერილით მიმართავს, ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი", http://www.ghn.ge/news-100523.html.
ჭავჭავაძე 1940 - ალექსანდრე ჭავჭავაძე, თხზულებანი, რედ. ი. გრიშაშვილი, „ფედერაცია“,თბილისი.
ჯორჯაძე 1989 – არჩილ ჯორჯაძე, წერილები, „მერანი", თბილისი.