დასავლური მუსიკის ლექსიკონები ტაილანდში

ავტორები

  • კომთამ დომრონგშერონი

საკვანძო სიტყვები:

თარგმნითი ლექსიკოგრაფია, დარგობრივი ლექსიკოგრაფია, მუსიკის ლექსიკოგრაფია, ტაილანდური ენა, ენობრივი ნასესხობები

ანოტაცია

ტაილანდის დასავლური მუსიკის ორენოვანი ლექსიკონები,შესაძლოა, განხილულ იქნეს, როგორც  სპეციალური ლექსიკოგრაფიის ნიმუშები. ამ დარგში, სულ მცირე, ხუთი ლექსიკონი არსებობს, რომელთაგანაც უმეტესობა თარგმნითია და არა − განმარტებითი. იმ შემთხვევაში, როცა შესატყვისი არ მოიპოვება, აღნიშნული ტერმინები აღწერითი განმარტებითაა გადმოცემული ან/და იქმნება ახალი ტაილანდური სიტყვა. სხვაგვარი ვითარებაა ტაილანდის სამეფო საზოგადოების მიერ შედგენილ „უნივერსალური მუსიკალური ტერმინების ლექსიკონში“ („The Dictionary of Universal Musical Terms“), რომელშიც განმარტების გარეშე მოცემულია მხოლოდ შესატყვისი ტერმინები ან ახლად შექმნილი სიტყვები.

შესატყვისი ტერმინები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა: 1) ტრანსლიტერაცია: განსაკუთრებით სპეციფიკური ტერმინებისა, მაგალითად, მუსიკალურ ინსტრუმენტთა სახელწოდებების გადმოსაცემად; 2) თარგმანი: ისეთი სიტყვებისათვის, რომელთაც უკვე არსებული ტაილანდური ტერმინების ზუსტი ან ახლო მნიშვნელობა აქვთ და, ძირითადად, შესრულების პრაქტიკასთან დაკავშირებული ტექნიკური ტერმინებისათვის გამოიყენება; 3) ტერმინთშემოქმედება/ნეოლოგიზმი: იქმნება სრულიად ახალი ტერმინი ტაილანდური ან პალი/სანსკრიტული ლექსიკური ერთეულების საფუძველზე, რათა ზუსტად აისახოს დასავლური სიტყვის მნიშვნელობა. ეს კატეგორია გაგების პრობლემას წარმოშობს.

აღნიშნული ლექსიკონები იშვიათად გამოიყენება, თუმცა ზოგიერთ მათგანს დართული აქვს ტაილანდური სიტყვანი ან აქტიურ სიტყვათა განყოფილება (L1 → L2). სიტყვები დალაგებულია ანბანთრიგზე. სიტყვათა კატეგორიები საკმაოდ ფართოა და მოიცავს კომპოზიტორებისა და ცნობილი კომპოზიციების სახელებსაც.

აღნიშნული ლექსიკონები ემსახურება ორ მიზანს: როგორც შემეცნებითს (უცნობი დასავლური ორიგინალური ტერმინიდან ტაილანდურ შესატყვისებამდე), ისე გამოყენებითს (ნაცნობი დასავლური ორიგინალური ტერმინიდან მის შესატყვის ტაილანდურ ტერმინამდე). ეს უკანასკნელი განკუთვნილია პროფესიონალი მომხმარებლებისათვის, რომლებიც ტაილანდურ ტერმინებს სამწერლობო მიზნებისთვის ეძიებენ. ეს ტერმინები ხშირად ტრანსლიტერირებულია. მაშასადამე, ტერმინთა ტაილანდური შესატყვისები, ხშირ შემთხვევაში, ახლად შექმნილია და უმეტესად ემსახურება მათ ბეჭდურ სიზუსტეს და არა შინაარსს.

ამ ლექსიკონებში მრავალ პრობლემას ვაწყდებით. ერთ-ერთი მათგანი სხვა ენების არასათანადო ცოდნაა, რაც თავს იჩენს თითოეული იმ ლექსიკონის მითითებულ წყაროებში, რომლებიც მხოლოდ ტაილანდური ან ინგლისურია. გარდა ამისა, ვლინდება ისტორიისა და ლინგვისტიკის არასრულყოფილი ცოდნაც.

ავტორის ბიოგრაფია

  • კომთამ დომრონგშერონი

    სილპაკორნის უნივერსიტეტი

წყაროები

Bogaards 2013 – Bogaards Paul, Bilingual Lexicography. In The Encyclopedia of Applied Linguistics. C.A. Chapelle (ed). doi: 10.1002/9781405198431.wbeal10093

Domrongchareon 2018 - Domrongchareon Komtham, Occidental Musical Terms in Thai. Faculty of Music, Silpakorn University. Bangkok.

Liewsiripong 2002 – Liewsiripong Prasit, ปทานุกรมดนตรีสากล [=Universal Music Dictionary]. The Knowledge Center. Chiangmai.

Pancharoen 2009 – Pancharoen Natcha, พจนานุกรมศัพท์ดุริยางคศิลป์ [=Music Dictionary]. 3. Ed. Chulalongkorn University Press. Bangkok.

Pradyanusorn 2004 – Pradyanusorn Pichai, พจนานุกรมดนตรี [=Music Dictionary] (translated from Marilyn Kornreich Davis, Ministry of Education. Bangkok.

Royal Society 2005 – ศัพท์ดนตรีสากล [=Universal Musical Terms]. Royal Society. Bangkok.

Sukawatana 2011 – Sukawatana Kaisaen, ดนตรีปริทรรศน์ [=Music Appriciation]. Chulalongkorn University Press. Bangkok.

Tantranon 2010 – Tantranon Wira, พจนาดุริยานุกรม ศัพท์ดนตรีสากล [=Universal Music Dictionary]. Wisdom Center. Bangkok

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-01-20

როგორ უნდა ციტირება

დასავლური მუსიკის ლექსიკონები ტაილანდში. (2020). ტერმინოლოგიის საკითხები, 4, 155-162. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/55