ტერმინ თემის მნიშვნელობის დაზუსტებისათვის
საკვანძო სიტყვები:
თემი, თემქვეყანა, მოთემე, ქვეყნის ერთი ნაწილიანოტაცია
სიტყვა თემი თავიდანვე (ამ სიტყვის დამკვიდრებისთანავე) აღნიშნავდა და აღნიშნავს ქვეყნის ნაწილს, მხარეს, კუთხეს, გაერთიანებულს გეოგრაფიულ-ეთნიკური ნიშნის მიხედვით; ერთად მცხოვრებ მოსახლეობას – სოფელს ან რამდენიმე სოფელს ერთად; საქართველოს მთიანეთში – ასევე კუთხეების მიხედვით, ერთი გვარის მოსახლეობას, რომელსაც ჰყავდა თავისი მეთაური, ჰქონდა თავისი წეს-ჩვეულებები (მაგ., ფშაველთა თემი). თანამედროვე რეალობაში ყოველგვარი კვლევის თუ ენათმეცნიერ-ლექსიკოლოგთა მოსაზრებების უგულებელყოფით მკვიდრდება ამ სიტყვის სხვა მნიშვნელობა, რომელიც თავის თავში არ მოიცავს სწორედ მის თავდაპირველ და ქართულ ენაში საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებულ გააზრებას ერთად მცხოვრები მოსახლეობის შესახებ: მაგალითად, ერთ-ერთი (3) მნიშვნელობა ამ სიტყვისა, მოცემულ ენციკლოპედიურ ლექსიკონში (ელექტრონული ვერსია სათაურით: „Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი“): “E. community 3.თემი – საერთო მიზნების, ინტერესების, შეხედულებების, საქმიანობის, ჰობის, საცხოვრებელი ადგილის, სქესის, ეროვნების ან პრობლემების მქონე ადამიანთა შემაკავშირებელი ფაქტორი. თემის საფუძველს ადამიანებს შორის ურთიერთობა წარმოადგენს“ (წყაროები: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/ [ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. – თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. – დანართები: გვ.145-316. – განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34).
ინგლისური სიტყვა community, რომელიც ნიშნავს ერთ ადგილას მცხოვრებ ადამიანთა ან ხალხის ჯგუფს და ქართული სიტყვა „თემის“ ეკვივალენტად მოიაზრება ლექსიკონებში, დასახელებული მნიშვნელობის გარდა, მოიცავს საერთო მახასიათებლებით გაერთიანებულ ხალხსაც, რასაც ქართულში – ისევ ლექსიკონების მონაცემებით – შეესატყვისება ცნება „საზოგადოება“ ან „გაერთიანება“.
მოხსენებაში ვეცდები დავასაბუთო, რომ სიტყვა თემის განმარტებისას უნდა გამოიკვეთოს ამ ტერმინის კავშირი ლოკალურ, ტერიტორიულ მახასიათებლებთან და ზემოაღნიშნულ შემთხვევაში ინგლისური community ქართულად გადმოვიდეს, როგორც, ვთქვათ, „გაერთიანება“ ან რამე სხვა შესაბამისი სიტყვა მიესადაგოს, რაც უნდა გადაწყდეს ენათმეცნიერებთან შეთანხმებით.
წყაროები
გიგინეიშვილი 2016 – ქართული ენის ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონი, შემდგ. ბაქარ გიგინეიშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, „რუსთაველის კომიტეტი“, თბილისი.
გაბუნია 2013 – შორენა გაბუნია, შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში, რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“, თბილისი.
ვეფხ. 1992 – შოთა რუსთაველი, „ვეფხისტყაოსანი“, ლექსიკონი აკაკი შანიძისა, თბილისი.
ვიკიპედია – ქართული ვიკიპედია, http://www.ice.ge/new/pages/samples/ganmart.html
თოფჩიშვილი 2006 – როლანდ თოფჩიშვილი, საქართველოს ეთ-
ნოგრაფია/ეთნოლოგია, თბილისი.
თოფჩიშვილი 2010 – საქართველოს ეთნოგრაფია/ ეთნოლოგია,
როლანდ თოფჩიშვილის საერთო რედაქციით, თბილისი.
საბა 1991 – სულხან-საბა ორბელიანი, „ლექსიკონი ქართული“, თბილისი.
სიმფ. 2005 – ქართული აგიოგრაფიული ძეგლების სიმფონია ლექსიკონი, ნარგიზა გოგუაძის, ზურაბ სარჯველაძისა და მზექალა შანიძის რედაქციით, ტ. I, თბილისი.
ქეგლი 1950 – ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. I, თბილისი.
ქეგლი 1955 – ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. IV, თბილისი.
ქსე 1979 – ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. IV, თბილისი.