გასტრონომიული ტერმინოლოგიამეგრული ჰამოს მაგალითზე
საკვანძო სიტყვები:
ჰამო, მეგრული გუდა, ქაცლაშქიფური, მარწვენი, წაქა-გირი, ხეჭეთი, კაზლა, სელეგჷნი, ბუჯგაჸვალი, ქაცლაშჸვალი, ცქებზჷანოტაცია
გასტრონომია ყოველთვის ასახავს ერის ტრადიციებს, მის კულტურას, ხასიათს, რეგიონალურ თავისებურებებს და რიტუალების უმთავრესი კომპონენტია.
გლობალიზაციის პროცესმა შეცვალა სამყარო, მასთან ერთად ამ სფეროშიც ბევრი რამ იცვლება და გაქრობის საშიშროების წინაშე დგას, იცვლება კვების კულტურა და მასთან დამოკიდებულება, რაც ერის თვითმყოფადობის ერთ-ერთი მახასიათებელია. კაცობრიობის დიდი
ნაწილი გამუდმებით ებღაუჭება ამ კაუჭს. ამას შეიძლება მივაწეროთ ბოლოდროინდელი „გასტრონომიული ბუმი“.
საქართველოს გასტრონომიული კულტურა უძველესია და საინტერესო, რადგან ასეთ
პატარა გეოგრაფიულ არეალში ყველა რეგიონს აქვს განსაკუთრებულად გამორჩეული ადგილწარმოშობის პროდუქტი, კერძი თუ სასმელი.
ქართული გასტრონომიული კულტურის კვების ტრადიციები და გამოცდილება მრავალ ისტორიულ წყაროში მოიხსენიება, მათ შორის, ანტიკური ხანის ისტორიკოსებსა და მოგზაურებთან. ეს სიძველე, რასაკვირველია, საკუთარი ტერმინოლოგიის არსებობასაც გვავარაუდებინებს, თუმცა ბევრი რამ დაიკარგა საკვებთან და სასმელთან ერთად. ეს გამოცდილება და ისტორია აღდგენას და გაცოცხლებას საჭიროებს. ამიტომაც დადგა გასტრონომიული ტერმინების ლექსიკონის შექმნის აუცილებლობა, რაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას.
ჩვენი მოხსენება გასტრონომიასთან დაკავშირებული ზოგიერთი ტერმინის განმარტების ცდა იქნება. განვიხილავთ სამეგრელოს რეგიონის რძის პროდუქტებთან დაკავშირებით.
რადგან სამეგრელოს გასტრონომიული კულტურა არის ცალსახად გამორჩეული ქართულ გასტრონომიაში და იმერულთან ერთად აღინიშნება, როგორც დამოუკიდებელი სრული
სამზარეულო, სადაც მოიპოვება როგორც აპერიტივები, ცივი, ცხელი და წვნიანი კერძები, ფაფეული, მისადევნებლები, ჩაროზები და ნუგბარი, ღვინო, სპირიტიანი სასმელები და ნაყენები. თუმცა განსაკუთრებული აქცენტი ყოველთვის კეთდებოდა და კეთდება რძის პროდუქტების კერძებში თუ ცალკე გამოყენებაზე, რომლებსაც მოიცავს საერთო სახელწოდება ჰამო.
ასეთი ლექსიკის დარგობრივი კვლევა არ არის მარტივი, ის აუცილებელია ეფუძნებოდეს ცოცხალ ურთიერთობას, რომელიც რეგიონში საგანგებო მოგზაურობისას იწერება და
გროვდება. საფუძველი ასევე არის ეთნოგრაფიული ჩანაწერები და ზეპირი გადმოცემები.
მოხსენებაში ყურადრება გამახვილებული იქნება ასევე ისეთ ძირითად ტერმინებზე, როგორებიცაა: გასტრონომია, გასტრონომიული კულტურა, კულინარია.
ჩვენი მიზანია, სალიტერატურო ენაზე გადმოტანისას არც ენის ნორმები დაირღვეს და
შენარჩუნდეს მეგრული ტერმინოლოგიაც, რადგან ის ბევრ საიდუმლოს ინახავს როგორც გასტრონომიული ტექნოლოგიის, ასევე ისტორიის და ეთნოგრაფიის თვალსაზრისით. ეს ხელს შეუწყობს არა მარტო ენობრივი დარღვევების აღმოფხვრას, არამედ ტექნოლოგიური პროცესის
სწორად აღქმასაც, რადგან მეგრული სიტყვები ხშირად მრავლისმომცველია.
წყაროები
ბუკია 2006 – მ. ბუკია, რამდენიმე ურთიერთნასესხობისთვის მეგრულსა და აფხაზურში“ (სამეცნიერო მონოგრაფია).
გუგუშვილი 1950 – პ. გუგუშვილი, შინამრეწველობა საქართველოსა და ამიერკავკასიაში, 1801-1820 წ. ეკონომიკის ინსტიტუტის შრომები.
თოფურია 1964 – ნ.თოფურია, რძის დამუშავების ხალხური წესები სამეგრელოში, „საბჭოთა საქართველო“, თბილისი.
თოფჩიშვილი 2014 – სულგუნის ომი: ოსები და აფხაზები სულგუნის შექმნას ითვისებენ, ხოლო სომხები დავობენ, რომ ეს ყველი მხოლოდ ქართველებს აღარ ეკუთვნით, ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი „ისტორიანი“, #7 (43), თბილისი: გვ. 58-65.
ლექსიკონი 1928 – სულხან-საბა ორბელიანი, ქართული ლექსიკონი, ტფილისი. მაკალათია 1941 – სერგი მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბილისი.
მარი 1910 – Н. Я. Марр. Грамматика чанского (лазского) языка схрестоматиею и словарем. С.- Пб.
სახოკია 1985 – თ. სახოკია „მოგზაურობანი“ „საბჭოთა აჭარა“.
ქობალია 2010 – ა. ქობალია, მეგრული ლექსიკონი, თბილისი.
ყიფშიძე 1914 – И. А. Кипшидзе, Грамматика мингрельского (иверского) языка с хрестоматией и словарьем. С-ПБ.
ჭითანავა.... 2021 – დ.ჭითანავა, ბ. ხორავა, ქ.ციმინტია, ი. შენგელია, სამეგრელოს სოფელი ძველად და ახლა – ისტორიულ-ეთნოგრაფიული კვლევა, უნივერსალი, თბილისი.
ჯავახიშვილი 1953 – ივ. ჯავახიშვილი, მასალები საქართველოს ეკონომიკური ისტორიისათვის, წიგნი IV.
ჯიქია 2001 – ო.ჯიქია, მეგრულ-ქართული ლექსიკონი, ნეკერი, თბილისი.