ტერმინ შურისა და მოშურნეობის ლექსიკურ-სემანტიკური მიმართება
საკვანძო სიტყვები:
შური, საშური, მოშურნე, ბაძვა, სულიანოტაცია
შური სულხან-საბა ორბელიანის მიერ განიმარტება, როგორც „მწუხარებაჲ სხვისა კეთილსა ზედა“. შური, საზოგადოდ, ის უკეთური ვნებაა, რომელიც ადამიანს ყოველი ბოროტებისკენ უბიძგებს. ნეგატიური სემანტიკის გამომხატველი არაერთი ქართული ლექსიკური ერთეულია ნაწარმოები შურისგან: ერთი მხრივ, სემანტიკით – „სხვისის თავისად ქცევის მავნე სურვილი“ (საკუთრივ შური) და, მეორე მხრივ, სემანტიკით – „ზედმეტი სურვილით აღძრული
გაბოროტება და კაცისათვის სამაგიეროს გადახდა“ (აშურვა, აშურვება, აღშურვება, დაშურვება,
მემშურნე, მოშურნე, საშურო, შურვა; შეშურვება, შურიანი, შურისგება, შურისძიება, შურობა და
სხვ.).
ტერმინ შურის ნეგატიურ ასპექტში დამკვიდრება გამოწვეულია ადამიანში შურით აღძრული გაუცნობიერებელი სურვილით სხვისი ვნებისადმი,რაც, ფაქტობრივად, სათავე ხდება სხვა უამრავი ცოდვისა, რომლებსაც მთელი თავისი მრუდე ცხოვრების მანძილზე თავისუფალი ნების უგუნური გამოყენებით ემონება.
როგორც კაცობრიობის არსებობის ისტორია გვიმოწმებს, შესაქმიდან მოყოლებული
დღემდე, ადამიანი მისთვის მონიჭებულ თავისუფალ ნებას ბოროტებისკენ წარმართავს. თავის
მხრივ, სულის არსობრივი (ონტოლოგიური) კონცეფციიდან გამომდინარე, ადამიანს ძალუძს, საკუთარ „ვნებათა წადილს“ სძლიოს და ეს უკეთური წადილი გარდაქმნას ღმრთისაკენ
ლტოლვად, რადგანაც სწორედ ამ დანიშნულებისთვის შექმნა კაცი ზეციერმა შემოქმედმა – „სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა“ (შესაქმე 1, 27).
სტატიაში ამ თვალსაზრისით განიხილება საღვთისმეტყველო წანამძღვრები
ძვ.ქართ. შურ- მორფემით წარმოებული ქართ. მოშურნის ურთირთგამომრიცხველი მრჩობლი სემანტიკური განვითარებისა: „1. ძვ. ვისაც შურს ვისიმე“ „2. ძვ. ძლიერ მოწადინებული, გულმოდგინე, მონდომებული, თავგამოდებული“ (ქეგლ 1958), რის საფუძველზეც წარმოჩნდება შურისგან განთავისუფლებული გონიერი ადამიანის კეთილმოშურნედ გარდაქმნის საღვთისმეტყველო მიზანდასახულობა და სემანტიკური მოტივი.
წყაროები
ახალი აღთქმა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, წმინდა გიორგი მთაწმინდელის რედაქციის კრიტიკულად დადგენილი ტექსტის მეორე სრული გამოცემის მიხედვით.
ახალი აღთქმა თანამედროვე ქართულ ენაზე, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერძნულიდან.
ახვლედიანი 2009 – ელეონორა ახვლედიანი მასალები ლეჩხუმური ლექსიკონისათვის. ჟურნალი ქართველური მემკვიდრეობა XIII, ქუთაისი.
წმინდა ბასილი დიდი 2011 – წმინდა ბასილი დიდი „სწავლანი შურის შესახებ“. https://martlmadidebloba.ge/codvebi21.html
ენციკლოპედია 1998 – ბიბლიის ენციკლოპედია, ერთტომეული, თბილისი.
წმინდა გრიგოლ ნოსელი 2011 – წმ. გრიგოლ ნოსელი „რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა?“, ბერძნულიდან თარგმნა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, რელიგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალი „გული გონიერი“, #1. თბილისი.
ლექსიკონი 2006–2023 – ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (ice.ge)
ლექსიკონი 2010 – ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / I-ელი გამოც.. ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, თბილისი.
ლექსიკონი 2008 – ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი: 16800 სიტყვა : შედგენილია ილ. აბულაძის, აკ. შანიძის, ივ. იმნაიშვილისა და სხვა ავტორთა ლექსიკონური წყაროების მიხედვით / [შემდგ. გრიგოლ რუხაძე; რედ. გვანცა კოპლატაძე; საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, (გამ-ბა „სამშობლოს“ სტ.), თბილისი.
ლექსიკონი 2011 – სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონი /არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინ-ტი, [მერიდიანი], შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდი, თბილისი.
მამათა სწავლანი 1955 – მამათა სწავლანი, X და XI სს. ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ (ძვ.ქართული ენის ძეგლები. 8), თბილისი.
მაქსიმე აღმსარებელი 2015 – მაქსიმე აღმსარებელი. V საერთაშორისო სამეცნიერო-საღვთისმეტყველო კონფერენციების მასალები.
მერჩულე 1984 – გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, ქართული პროზა ტ.I. თავი XIX. თბილისი.
წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი 2014 – წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი, უხილავი ბრძოლა, საეკლესიო გამომცემლობა „ახალი ივერონი“, თბილისი.
პეტროზილო 2011 – პიერო პეტროზილო, ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი], სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც. თბილისი.
ჟამთაღმწერელი 1959 – ქართლის ცხოვრება, II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი: საბჭოთა საქართველო.
სულხან-საბა 1993 – სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული IIტომი, გამომცემლობა „მერანი“ თბილისი.
ღლონტი, კობიაშვილი 2010 – მედეა ღლონტი, მაია კობიაშვილი, „შურის ლექსიკურ-სემანტიკური ბუდისათვის“, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, თბილისი.
ჭუმბურიძე 1999 – ზურაბ ჭუმბურიძე, ქართული სული და შური, მესამე ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები, თბილისი.