ილია ალხაზიშვილის ნაშრომი „ფარმაცევტული ტერმინები ქართულს ენაზედ“

ავტორები

  • ირინე ჩაჩანიძე

საკვანძო სიტყვები:

ილია ალხაზიშვილი, ფარმაცევტული ტერმინები, ქართული ენა, ლექსიკონი, გაზეთი „ივერია“

ანოტაცია

ქართველი განმანათლებელი, ლექსიკოგრაფი, ფარმაცევტი, ფოლკლორისტი და ეთნოგრაფი ილია ალხაზიშვილი (1853-1921) ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი.
იგი იმ მოღვაწეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მეცნიერების, კულტურისა და განათლების განვითარების საქმეში.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის 10-იან წლებში, როდესაც ორიგინალური და ნათარგმნი სამეცნიერო ლიტერატურა ყალიბდებოდა, სერიოზულად დადგა საკითხი ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შექმნისა. ამ სატერმინოლოგიო მუშაობაში ილია
ალხაზიშვილი თავიდანვე დიდი ინტერესით ჩაება და ქართული ენის სიწმინდისა და სამეცნიერო ტერმინებით გამდიდრებისათვის სიცოცხლის ბოლომდე მუშაობა არ შეუწყვეტია. „მართლაც-და, თუ გვინდა და ვცდილობთ კულტუროსან ხალხთა შორის ჩაგვრიცხონ, – წერდა
ი. ალხაზიშვილი, – უნდა კიდეც ვიშრომოთ ქართული სამეცნიერო ლიტერატურის აღორძინება-განვითარებისათვის. დიახ, ჩვენი ნაციონალური თავმოყვარეობა გვავალებს ამ პრობლემის
შევსებას... მაგრამ საქმის მსვლელობას დიდად აფერხებს ქართულ ენაზე სამეცნიერო ტერმინების უქონლობა“. 

სხადასხვა ხასიათის სამეცნიერო ნაშრომებთან ერთად, ილია ალხაზიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქართული ფარმაცევტული ტერმინოლოგიის დადგენის საქმეს. მან სიცოცხლეში ვერ მოასწრო გამოექვეყნებინა თავისი მრავალი წლის ტერმინოლოგიური მუშაობის შედეგები. ასეთია მისი „ფარმაცევტიული ტერმინები, ანუ ქართულ-რუსულ-ლათინური სახელები წამლებისა“. ნაშრომი შეიცავს 2178 ტერმინს.

წინამდებარე მოხსენებაში გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში, სახელწოდებით „ფარმაცევტიული ტერმინები ქართულს ენაზედ“ ილია ალხაზიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილების მიხედვით წარმოდგენილი იქნება რუსულ-ლათინური ტერმინების ქართული ეკვივალენტის საილუსტრაციო მასალა.

ავტორის ბიოგრაფია

  • ირინე ჩაჩანიძე

    აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წყაროები

ალხაზიშვილი 1894 – ილია ალხაზიშვილი, ფარმაცევტული ტერმინები ქართულს ენაზედ, გაზეთი „ივერია“, N15, ტფილისი.

ალხაზიშვილი 1894 – ილია ალხაზიშვილი, ფარმაცევტული ტერმინები ქართულს ენაზედ, გაზეთი „ივერია“, N16, ტფილისი.

ალხაზიშვილი 1894 – ილია ალხაზიშვილი, ფარმაცევტული ტერმინები ქართულს ენაზედ, გაზეთი „ივერია“, N77, ტფილისი.

გამრეკელი 1893 – ვასილ გამრეკელი, რამდენიმე სიტყვა შესახებ ხელნაწერისა „სწავლა სამკურნალო საშუალებათა“, შედგენილი პროვიზორის ილია ალხაზიშვილის მიერ, გაზეთი „ივერია“, N272, ტფილისი.

ვოლსკი 1888 – გრიგოლ ვოლსკი, ტფილისი, 30 ივლისი, გაზეთი „ივერია“, N160, ტფილისი.

მიხეილ კეკელიძე 1953 – ილია ალხაზიშვილი, მნათობი, N11, თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-01-17

როგორ უნდა ციტირება

ილია ალხაზიშვილის ნაშრომი „ფარმაცევტული ტერმინები ქართულს ენაზედ“. (2022). ტერმინოლოგიის საკითხები, 5, 437-447. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/133