ინგლისურენოვანი მეტაფორული სამედიცინო ტერმინების ქართული შესატყვისებისთვის

ავტორები

  • ნინო ქემერტელიძე
  • მერი გიორგაძე

საკვანძო სიტყვები:

სამედიცინო ტერმინები, მეტაფორა, დაავადება, სინდრომი

ანოტაცია

მეტაფორა სალიტერატურო ენის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტროპული სახეა და გულისხმობს ერთი საგნის თვისების მეორეზე გადატანას ანალოგიის პრინციპით. მეტაფორა სტილისტურ ხერხად იქცევა მაშინ, როდესაც ორი სრულიად განსხვავებული ცნება ერთიანდება რაიმე განსაკუთრებული თვისებით, რომელიც ერთ-ერთ მათგანს რეალურად არ ახასიათებს. 

ტერმინის ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურება, რომლითაც ის მკვეთრად განსხვავდება ჩვეულებრივი სიტყვისგან, არის მისი ემოციურ-ექსპრესიული ნეიტრალურობა. მიუხედავად ამისა, ტერმინოლოგიურ სისტემაში ხშირად გვხვდება მეტაფორა ტერმინთქმნადობისას. ხშირად მნიშვნელობათა გადატანა და მათი საშუალებით ტერმინების შექმნა მეტად მნიშვნელოვანი პროცესია, მაგალითად, ყრუ კედელი. 

ეს პროცესი განსაკუთრებით გამოიკვეთა სამედიცინო სფეროში. სამედიცინო ტერმინთა დიდი ნაწილი სწორედ მეტაფორული ტერმინებია. განსაკუთრებით დიდია მათი წილი ინგლისურენოვან სამედიცინო ტერმინოლოგიაში. ერთ-ერთი პრობლემა ამგვარი მეტაფორული ტერმინებისათვის ქართული შესატყვისების მოძიებაა. 

მეტაფორა ტერმინოლოგიურ ლექსიკაში ხშირად გვხვდება ტერმინთა საწარმოებელ საშუალებად. 

წინამდებარე კვლევის საგანია სამედიცინო ტერმინოლოგიაში მეტაფორულ ტერმინთა
გამოვლენა და მათი კლასიფიკაცია.

სტატიაში განხილული და გაანალიზებულია სხვადასხვა დაავადებისა და სინდრომის მეტაფორული სახელწოდებები ინგლისურ ენაში და მათი ქართული შესატყვისები.

ავტორის ბიოგრაფიები

  • ნინო ქემერტელიძე

    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

  • მერი გიორგაძე

    ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წყაროები

Džuganová 2017 – Božena Džuganová, Some Aspect of Medical English Terminology, Foreign Language for Special Purposes, 5(14), Bratislava.

Galperin 1981 – I.A. Galperin, Stylistics. Moscow.

Isaeva 2019 – Ekaterina Isaeva, Metaphor in Terminology: Finding Tools for Efficient Professional Communication, Fachsprache 41, Vienna.

Kemertelidze, Manjavidze 2012 – Nino Kemertelidze, Tamar Manjavidze, Classification of the Metaphors According to the Degree of Unexpectedness, European Scientific Journal. Vol.8, No. 2. Macedonia. ISSN: 1857 – 7881.

Merriam-Webster Medical Dictionary, https://www.merriam-webster.com/medical

Medical Dictionary of Health Terms, https://www.health.harvard. edu/a-through-c

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-01-17

როგორ უნდა ციტირება

ინგლისურენოვანი მეტაფორული სამედიცინო ტერმინების ქართული შესატყვისებისთვის. (2022). ტერმინოლოგიის საკითხები, 5, 420-430. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/131