კვეთი, ყველი – მსგავსი მოტივაციის მქონე ორი ლექსემა-ტერმინი
საკვანძო სიტყვები:
ქართული გასტრონომიული ტერმინთსისტემა, რძის შესადედებელი, ყველის ამოყვანა, რძის ნაწარმიანოტაცია
სალიტერატურო ენის ლექსიკური ფონდის ერთეულთა მონაწილეობა ტერმინოლოგიურ სისტემათა შექმნაში უნივერსალური მოვლენაა. ბუნებრივია, რომ კვების სფეროსთან დაკავშირებული ქართული ყოფითი ლექსიკის დიდი ნაწილიც გასტრონომიის, როგორც სპეციალური დარგის, ტერმინთსისტემის კუთვნილება ხდება. საერთო ენიდან ტერმინოლოგიურ
სისტემაში სიტყვათა მიგრაციას ხშირად ახლავს მნიშვნელობის ცვლა, გაფართოება-დავიწროება თუ მნიშვნელობის განვითარების სხვა გამოვლინებები (შდრ. ჯიბე, რომელიც სალიტერატურო ენაში ტანსაცმელზე მიკერებულ რაიმეს შესანახ პატარა პარკს აღნიშნავს და ანატომიური ტერმინი ჯიბე, რომელიც, მაგალითად, სტომატოლოგიაში ტერმინოლოგიურ შესიტყვებას - „პათოლოგიურ ჯიბეს“ – ქმნის. შესადარებლად მოხმობილ ერთეულებში მნიშვნელობის გაფართოება მსგავსებით შედარებას ემყარება –კბილღრძილოვანი შეერთების სიმჭიდროვის დარღვევა წარმოშობს ჯიბისმაგვარ ღრუს, რომელშიც საკვების ნარჩენები გროვდება).
ჩვენ მიერ განსახილველი ორი ერთეული – კვეთი და ყველი – ერთი სისტემიდან მეორეში ისე გადადის, რომ არც განსხვავებულ ფუნქციას იძენს და არც სემანტიკურ ცვლილებას განიცდის. პირველი უფრო გამჭვირვალე შინაფორმის ლექსემაა, კვეთის დაკავშირება ზმნა კვეთასთან რიგით
ენის მატარებელსაც არ გაუჭირდება, თუ მას ყველის ამოყვანა უნახავს ან ამ პროცესზერაიმე სმენია:
კვეთის საშუალებით რძე გაიკვეთება, ანუ აიჭრება (შდრ. კვეთა – ჭრა – „მთლიანობის დარღვევა“).
ამდენად, კვეთი გასუბსტანტივებული მიმღეობაა: კვეთი <-- მ-კვეთ-ი – „რაც კვეთს რასმე“, რომელიც რძისაგან ყველის წარმოების ტექნოლოგიური პროცესით არის მოტივირებული. ასევე ტექნოლოგიური პროცესი უდევს საფუძვლად ამ პროცესის შედეგად მიღებულირძის პროდუქტის – ყველის – სახელდებას, რაზედაც მოხსენებაში ვრცლად ვისაუბრებთ.
წყაროები
აბულაძე 1973 – ილია აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი (მასალები), თბილისი: „მეცნიერება“.
არაბული 2001 – ავთანდილ არაბული, ზმნური და სახელური ფუძეთქმნადობის პრობლემა ქართველურ ენებში, თბილისი: „ქარ-თული ენა“.
გალდავაძე 2000 – მაყვალა გალდავაძე, რძე და რძის შესადედებელი მასალების ტერმინები ქართულში, ქართველური მემკვიდრეობა, ტ. IV, ქუთაისი: „ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“.
განმარტება 1996 – ფსალმუნთა განმარტება: სიტყუანი შემო-კლებით თარგმანთაგან გამოკრებილნი მრავალთა წიგნთაგან (უძველეს ხელნაწერთა მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ნინო დობორჯგინიძემ, ტექსტის რედაქტორი მზექალა შანიძე), ნაწ. II, თბილისი.
დობორჯგინიძე 2001 – ნინო დობორჯგინიძე, ეტიმოლოგიურ-ლექსიკოლოგიური ხასიათის კომენტარები „ფსალმუნთა გამოკრებული თარგმანებიდან“, თსუ ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, ტ. XXX, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 188-194.
კლიმოვი 1964 – Георгий Климов, Этимологический словарь картвельских языков, Москва: Издательство Академии наук СССР.
კლიმოვი 1994 – Георгий Климов, Древнейшие Индоевропейзмы Картвельских языков, Москва: «Наследие».
ორბელიანი 1928 – სულხან-საბა ორბელიანი, ქართული ლექსიკონი (ი. ყიფშიძისა და აკ. შანიძის რედაქციით), ტფილისი: „ქართული წიგნი“.
სარჯველაძე 1995 – ზურაბ სარჯველაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი (მასალები), თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
სარჯველაძე 2000 – ზურაბ სარჯველაძე, მიმღეობათა ოდენ -ელ სუფიქსიანი წარმოება და პირ-ვ-ელ ფუძის წარმომავლობის საკითხი, ენათმეცნიერების საკითხები, 3, თბილისი: თბილისის უნივერსიტე-ტის გამომცემლობა, გვ. 10-17.
სარჯველაძე 2001 – ზურაბ სარჯველაძე, ძველი ქართული ენის სიტყვის კონა, თბილისი: სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბი-ლისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის გამომცემლობა.
ქდკ – ქართული დიალექტური კორპუსი http://corpora.co/#/ corpus, მასალით სარგებლობის თარიღი 20.10.22.
შანიძე 1960 – მზექალა შანიძე, ძველი ქართული ენის ლექსიკიდან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე, II, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, გვ. 55-63.
ჩიქობავა 1942 – არნოლდ ჩიქობავა, სახელის ფუძის უძველესი აგებულება ქართველურ ენებში, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
ჭინჭარაული 1974 – ალექსი ჭინჭარაული, სემანტიკური გადასვლები ზოგ ლექსიკურ ჯგუფებში, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, ტ. XIX, თბილისი: „მეცნიერება“, გვ. 54-68.