წამლების დასახელებები: ეტიმოლოგია, სემანტიკა და სტრუქტურა
საკვანძო სიტყვები:
წამალი, ეტიმოლოგია, სემანტიკა, კონოტაცია, პრეფიქსი, სუფიქსიანოტაცია
ცნობილია, რომ ფარმაცევტული საშუალებები, იგივე წამლები/მედიკამენტები, არის
ნივთიერებები, რომელთა მიზანია დაავადებების პრევენცია ან მკურნალობა. წამლები სხვადასხვა მცენარეული, ცხოველური ან ქიმიური ნივთიერებისგან მზადდება. წინამდებარე მოხსენების მიზანი, ცხადია, არ არის რაიმე სამედიცინო ან ფარმაცევტული ინფორმაციის გადმოცემა.
წამლების დასახელებები გაანალიზებულია მხოლოდ ლინგვისტური კუთხით. კვლევა მოიცავს მედიკამენტების სახელწოდებების ეტიმოლოგიას, სემანტიკასა და სტრუქტურას. ემპირიული მასალა აღებულია ინტერნეტწყაროებიდან, სამედიცინო და ფარმაცევტული ცნობარებიდან და მკურნალობის პირადი გამოცდილებიდან.
მოხსენების დასაწყისში განხილულია ზოგადი ტერმინების - ინგლისური სიტყვის drug და ქართული სიტყვა “წამლის“ ეტიმოლოგია. შემდგომ მოცემულია სხვადასხვა სამკურნალო
საშუალების დასახელებათა ლინგვისტური ანალიზი.
წამლების სახელწოდებების დაჯგუფება ემყარება შემდეგ სემანტიკურ კომპონენტებს: ორგანო, რომლის განკურნებასაც ისახავს მიზნად ესა თუ ის მედიკამენტი; დაავადება, რომელსაც ებრძვის მოცემული წამალი; ქიმიური შემადგენლობა; მცენარე, რომლისგანაც წამალია დამზადებული; ცხოველი, რომლისგანაც მიღებულია სამკურნალო ნივთიერება; ანტიკური მითოლოგია, ღმერთების და ქალღმერთების სახელები, რომლებიც გამოყენებულია ამა თუ იმ მედიკამენტის დასახელებაში; წამლის გამომგონებლის გვარი, რომლის პატივსაცემადაც წამალს სახელი დაერქვა; მედიკამენტის წარმოების ადგილის დასახელება.
წამლების სახელწოდებები ასევე დაჯგუფებულია სიტყვის აგებულებაზე დაყრდნობით. რამდენადაც წამლების დასახელებები ძალზე იშვიათად არის წარმოდგენილი მარტივი
სიტყვებით, მოხსენებაში განხილულია ნაწარმოები და შედგენილი სიტყვები. ყურადღება ასევე გამახვილებულია აბრევიატურებზე.
კვლევამ აჩვენა, რომ წამლების დასახელებებში შემავალი პრეფიქსებისა და სუფიქსების უმეტესობა ადრე იყო ძირითადად ბერძნული ან ლათინური დამოუკიდებელი სიტყვები. მოგვიანებით, გრამატიკალიზაციის შედეგად, ისინი აფიქსურ მორფემებად იქცა.
წამლების დასახელებები ძალზე ხშირად წარმოდგენილია შედგენილი სიტყვების სახით. ასეთი სიტყვები ძირითადად ორი ძირისგანაა შემდგარი, თუმცა გვხვდება სამი ან მეტი ძირისგან შემდგარი სიტყვებიც.
მედიკამენტების დასახელებები ხშირად წარმოადგენს აბრევიატურებს. ამ კუთხით, მოხსენებაში განხილულია შემოკლებული სიტყვები, აკრონიმები და ინიციალიზმები.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2022 ტერმინოლოგიის საკითხები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
