ლიტურგიკული ტერმინოლოგია „მარხვანის“ ქართულ ხელნაწერებში

ავტორები

  • თამაზ დევიძე

საკვანძო სიტყვები:

ტერმინოლოგია, ლიტურგიკა, მარხვანი, ტერმინთშემოქმედება

ანოტაცია

სასულიერო ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ეს პროცესი ასახავს ტიპიკონის განვითარების ეტაპებს. „მარხვანის“ ქართული თარგმანები, რომლებიც სხვადასხვა საღვთისმეტყველო-სალიტერატურო სკოლაში შეიქმნა, საინტერესო ტერმინოლოგიურ მასალას გვაძლევს და წარმოაჩენს ქართული ლიტურგიკული ტერმინოლოგიის განვითარების ხანგრძლივ ისტორიას.

ქართული ლიტურგიკული ტერმინოლოგიის შესახებ საინტერესო მასალა დასტურდება კ. კეკელიძესთან, რომელმაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში გამოსცა იერუსალიმური კანონარი (კეკელიძე 1912). აღსანიშნავია ენრიკო გაბიძაშვილის ნაშრომის „ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლების“ V ტომი, რომელიც ლიტურგიკასა და ჰიმნოგრაფიას ეძღვნება. მაგალითად, აქ ვხვდებით მსჯელობას ტერმინ ხუედრნის შესახებ (გაბიძაშვილი 2011). 

ჩვენი მიზანია „მარხვანის“ ქართულ რედაქციებში გამოვლენილი ლიტურგიკული ტერმინოლოგიის აღწერა-ანალიზი, მისი შედარება თანამედროვე საღვთიმსახურო პრაქტიკასთან,
ლიტურგიკული ტერმინთშემოქმედების პროცესის ზოგადი ტენდენციის განსაზღვრა. ამის საფუძველს გვაძლევს ის მასალა, რომელიც ჯერ კიდევ შეუსწავლელი და გამოუცემელია, მაგალითად K-79, K-16 და K-38 ხელნაწერები.

ქართული საღვთისმსახურო წიგნები ძველბერძნულიდან ითარგმნა, შესაბამისად, ქართული ლიტურგიკული ტერმინოლოგია ჩამოყალიბდა ძველბერძნულ ტერმინთა საფუძველზე. გამომდინარე აქედან, არცთუ იშვიათად ქართული შესატყვისის ნაცვლად მკვიდრდებოდა ძველბერძნული ვარიანტები (Μετάνοια − მეტანია, Ακάθιστος − აკათისტო...). ხშირად დასტურდება პარალელიზმი – გამოიყენება როგორც ბერძნული, ასევე, ქართული ვარიანტიც. 

საქართველოს  მართლმადიდებელი ეკლესიის საღვთიშეესატყვისება მჴედართა [K-79: 221v]. ეს გარემოება, ბუნებრივია, ტერმინშემოქმედების პროცესზეც გვიქმნის წარმოდგენას. 

ავტორის ბიოგრაფია

  • თამაზ დევიძე

    აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წყაროები

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდის №16 ხელნაწერი.

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდის №38 ხელნაწერი.

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდის №79 ხელნაწერი.

აბულაძე 1973 – აბულაძე ილია, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბილისი.

გაბიძაშვილი 2011 – გაბიძაშვილი ენრიკო, ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები 5, თბილისი.

იმნაიშვილი 2004 – იმნაიშვილი ვახტანგ, უძველესი ქართული ხელნაწერები ავსტრიაში, თბილისი.

იმნაიშვილი 1979 – იმნაიშვილი ივანე, ქართული ოთხთავის ორი ბოლო რედაქცია, თბილისი.

კონდაკი 1711 – კონდაკი, ტფილისი.

ლიტურგიკული კრებული 1996 – ლიტურგიკული კრებული №2, გამოსაცემად მოამზადეს თბილისის სასულიერო სემინარიის ლი-ტურგიკის პედაგოგმა, სიონის საკათედრო ტაძრის მედავითნემ ბიძინა გუნიამ; სიონის კათედრის მედავითნემ ირინა გუნიამ, თბილისი.

ორბელიანი 1991 – ორბელიანი სულხან-საბა, სიტყვის კონა ქართული, რომელ არს ლექსიკონი, I თბილისი.

სამღდელო კონდაკი 2007 – სამღდელო კონდაკი, თბილისი.

სარჯველაძე 1997 – სარჯველაძე ზურაბ, ძველი ქართული ენა, თბილისი.

შანიძე 1945 – შანიძე აკაკი, ქართული ოთხთავის ორი ძველი რედაქცია სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით, თბილისი.

ხაჩიძე 2011 – ხაჩიძე ლელა, ეფრემ მცირე და ქართული ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული ტრადიცია, ქრისტიანობის კვლევები VI, თბილისი 197-207.

Aland... 1993 – Aland..., The Greek New Testament, Stuttgart.

Дворецкий 1958 – Иосиф Дворецкий, Древнегреческо-русский словарь, Т. I-II, Москва.

Кекелидзе 1912 − Иерусалимский канонар VII века. Тифлис: Изданiе архиманд. Назарiя.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-01-17

როგორ უნდა ციტირება

ლიტურგიკული ტერმინოლოგია „მარხვანის“ ქართულ ხელნაწერებში. (2022). ტერმინოლოგიის საკითხები, 5, 101-110. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/108