პრეფიქსაცია, როგორც სიტყვაწარმოების ერთ-ერთი საშუალება მათემატიკურ ტერმინოლოგიაში

ავტორები

  • ციცინო გაბესკირია

საკვანძო სიტყვები:

პრეფიქსი, საერთაშორისო ტერმინები, ტერმინთა სინონიმურობა, მათემატიკური ტერმინოლოგია, პარალელური წყვილები

ანოტაცია

ტერმინი არის სპეციალური დანიშნულების მქონე ენობრივი ერთეული და იგი, როგორც წესი,უცხო ენებიდან ითარგმნება. თარგმნის სისტემა ენის შესიტყვებებთან მიმართებაში უნდა ემყარებოდეს როგორც უცხო, ისე ქართული ენის საფუძვლებს. 

ტერმინოლოგიის სრული უნიფიცირება შეუძლებელია. ენაში ყოველთვის რჩება გარკვეული სიჭრელე. ამიტომ სასურველია დადგენილ იქნას ის კანონზომიერება, რაც განაპირობებს ქართულ ტერმინთა ნაირგვარობას.

უცხო ტერმინთა ქართულ ენაზე გადმოცემისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრეფიქსებს (თავსართებს). ეს პრეფიქსები, რომლებიც ქართულში სხვადასხვა უცხო ენიდან შემოვიდა,
იმ ენებშიაც ძირითადად ლათინური და ბერძნული ენებიდან არის შესული.

სტატიაში მოცემულია იმ პრეფიქსთა სია, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება მათემატიკურ ტერმინთა საწარმოებლად. ჩვენ მიერ მოყვანილი მაგალითების საფუძველზე ნათლად ჩანს, რომ უცხოური პრეფიქსებით ნაწარმოები ტერმინების სრულად გადმოქართულება
შეუძლებელია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ენათმეცნიერთა და დარგის სპეციალისტთა (ამ შემთხვევაში, მათემატიკოსთა) ერთობლივი ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი იქნება იმ ტერმინთა რაოდენობის გაზრდა, რომლებშიც უცხოური პრეფიქსები ქართული შესატყვისებით არის ჩანაცვლებული, მაგ. ურთიერთქმედება, მრავალწევრი, თანახება, ნახევარღერძი, წინასახე, თვითშეუღლებული, თვითშექცეული და სხვა.  

ავტორის ბიოგრაფია

  • ციცინო გაბესკირია

    თსუ ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი

წყაროები

ღამბაშიძე 1988 – როგნედა ღამბაშიძე, ქართული ტერმინოლოგიური ლექსიკოგრაფია. ნორმისა და უზუსის საკითხები, ქსკს, VIII, თბილისი.

გაბესკირია 1983 – ციცინო გაბესკირია, ინგლისურ-ქართული მათემატიკური ლექსიკონი, თბილისი.

Gabeskiria, Jaiani, Antidze, Datashvili, Gabeskiria 2005 – G. Jaiani, J. Antidze, G. Datashvili, English-Georgian-Russian-German-French-Italian Glossary of mathematical terms, Tbilisi.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-01-17

როგორ უნდა ციტირება

პრეფიქსაცია, როგორც სიტყვაწარმოების ერთ-ერთი საშუალება მათემატიკურ ტერმინოლოგიაში. (2022). ტერმინოლოგიის საკითხები, 5, 16-23. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/101