მთავარი

ტერმინოლოგიის საკითხები

ტერმინოლოგიის საკითხები არის ქართული რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი, რომელსაც 2014 წლიდან გამოსცემს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება.
ჟურნალი ტერმინოლოგიის საკითხები ეხება ტერმინოლოგიის თეორიული კვლევებისა და პრაქტიკული მუშაობის საკითხებს. მისი მიზანია მოიცვას ქართული ტერმინოლოგიის სხვადასხვა დარგი, მკითხველს გააცნოს უცხოეთის ტერმინოლოგიური გამოცდილება, უახლესი საერთაშორისო პრაქტიკა და თეორიული კვლევები.
ჟურნალი ტერმინოლოგიის საკითხები გამოიცემა ყოველწლიურად.
მთავარი რედაქტორია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლია ქაროსანიძე.
კვლევების გასავრცელებლად ჟურნალი უზრუნველყოფს მასზე ღია წვდომას. მომხმარებლებს შეუძლიათ წაიკითხონ, ჩამოტვირთონ, გადაამრავლონ, გაავრცელონ, დაბეჭდონ, მოძებნონ ან განათავსონ ბმულები ჟურნალში მოცემული სტატიების სრულ ტექსტებზე გამომცემლის ან ავტორის წინასწარი ნებართვის გარეშე. ჟურნალის მაღალი ხარისხის საგამომცემლო მომსახურებისა და კვლევების გავრცელების უზრუნველსაყოფად რედაქციაში მიღებულ და რეცენზირებულ სტატიებზე დაწესებულია სტატიის მომზადების გადასახადი. საფასურისა და გადახდის პირობები იხილეთ გვერდზე ავტორებისთვის.